უკან დაბრუნება
განცხადებები
აფხაზეთი…
10-12-2016, 01:35
ნანახია: 1139
გაუზიარე სტატია მეგობარს


აქ ჩემი ცაა, ჩემი მიწა, ჩემი მთებია
ეს ღრუბლებია ჩემი ჭერი _წვიმა კედლები,
აქ ზღვას მამების ძველ საფლავთან უერთდებიან
მდინარეები, დუდუნით და ჩუმი ვედრებით.
აქ მამაჩემის სისხლისფერი ყვავილებია…
ნაწნავთ რხევაა აღრენილი ქუჩის ქარები,
როცა მამლები უთენია აყივლდებიან
თბილ სიზმრებიდან უნებლიედ მივიპარები.
აქ იმედია , ოცნებაა, ყველაფერია
-ნაოჭებია ჩემი ბებოს (კანიონები, )
ბაბუს ჭაღარაც იმ ძილივით შემოერია
როცა ჩვილები იავნანას გაიგონებენ.
აქ ღმერთი არის, ლოცვები და ძმაბიჭებია
ცად ღრუბლებია ჩემი ჭერი _წვიმა კედლები,
როცა ნისლები კალთებისკენ აიჭრებიან
ყური დატკბება მდინარეთა ჩუმი ვედრებით.
აქ მამაჩემის საფლავია, ჩემი სახლია…. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი