უკან დაბრუნება
განცხადებები
მე ისევ ვხედავ ციურ აისებს*
21-10-2016, 21:48
ნანახია: 1251
გაუზიარე სტატია მეგობარს


მე ისევ ვხედავ ციურ აისებს
(მზე დედამიწას ისევ გარს უვლის)
და ვიხედები ღია კარისკენ
სიცოცხლისაგან ვადაგასული.
და ცივ ოთახში შემოაბიჯებს
სიცარიელე ჰორიზონტიდან,
მე საკუთარ თავს ვეღარ ვაჯობე
არც დავიწყება შენი მომინდა.
მე შენ მიყვარხარ _ ვარდი ხალასი
გაუფურჩქვნელი ქვაზე კამეა
და შენი თმების ქართან ღალატი
ბეჩა ! რამხელა სითამამეა.
ჩემი ჩუმი ხმა ისე მოგყვება
როგორც მთვარიან ღამით ლანდები
და მთელი ზეცა ღრუბლებლოყება
არის მორთული დღეს გირლანდებით.
და ვეგუები მძიმე ტრიადებს
ჩემში ქვითინებს თითქოს კამენა,
როდესაც ისე ამეკვიატე
როგორც ლექსებში სხვისი გავლენა.
დავხეტიალობ ბოთლით ავარა
(შენ იცი წლები მე ვერ შემცვლიდა)
და ზეცამ ისე დამასამარა
რომ დედამიწაც მოწყდა ზეციდან.
როცა ჩემს იქით ტაბაკელაა
მღვიმეს უფრო ჰგავს შორი ტაშირი,
და საკუთარ თავს რაც დავაკელი
წუხილის ნაცვლად უფრო მაშინებს.
არა, შევწყვიტო უნდა ღრიალი,
როცა ხრინწები ხმაში წვებიან
და ჩემს თვალებში ტალახიანი
ჯერ გაუვალი ჭაობებია.
და ისევ ვხედავ ციურ აისებს,
(მზე დედამიწას ისევ გარს უვლის)
და ვიხედები ღია კარისკენ,
სიცოცხლისაგან ვადაგასული.
მე უშენობას ისევ შევები
წუხილის ბუდეს უცხო ჭერიანს
და ვფიქრობ შენზე მოგონებები,
ჩემი ცხოვრების ტიტრად ჭრებია.
და ამ თამაშში ვერვინ ვერ იგებს
ან მოგებული ვინღა დარჩება?!
სისხლით დაწერილ ჩემს ძველ წერილებს,
ქარი კითხულობს გადასარჩენად.
იმ სილამაზის , დღეს რომ არც ისე
ცდილობს და მაინც სევდით ამართლებს,
მე ისევ ვხედავ ციურ აისებს
როცა ვუგორებ ავ ბედს კამათელს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი