უკან დაბრუნება
განცხადებები
ასე ვარ ხოლმე*
6-09-2016, 22:01
ნანახია: 1216
გაუზიარე სტატია მეგობარს


ასე ვარ ხოლმე
ანუ ცუდად, რაღაცნაირად,
ზოგჯერ ისეთიც მენატრები
როგორ გიამბო.
ძალა არ მყოფნის მოსაყოლად,
გაშრა ჰაერი,
მიწაზე სადაც
ბოთლიანი დავხეტიალობ.
შენს ფანჯარასთან
ვინღა ითვლის ციცინათელებს,
ჩვენი ბავშვობა
ჩაიკარგა ძველ დღიურებში.
პოეტის თვალებს
სიცხიანს და ღამენათენებს,
არდაბრუნების სინანული
გწამდეს სულ შეშლის.
ასე ვარ ხოლმე,
(საშინლად და უარესადაც)
(დროც ისეთია
სულ არ მაქვს და თავზე საყრელიც).
მსურდა პოეტის სიყვარული გამოგეცადა
მაგრამ ვით თოვა გადაიღე
აღარ ამყევი.
(როცა ერთ გულში ვეტეოდით :- მე , შენ და ღმერთი) скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი