უკან დაბრუნება
განცხადებები
შეხედე ამ მთებს ამ ლურჯთვალა მთებს თოვლყელიანს*
6-09-2016, 21:56
ნანახია: 1237
გაუზიარე სტატია მეგობარს


შეხედე ამ მთებს ამ ლურჯთვალა მთებს თოვლყელიანს
აყვავებულან ფიფქებისფრად ველზე ნუშები,
უსმინე ქარებს, ცისფერ ქარებს ზღაპრად ყვებიან
რომ უთენია ნორჩ კვირტივით შეიშმუშნები.
შეხედე ამ გზებს , ამ გაქონილ გორს ნაძვნარიანს
რა თვალწყლიანად იღიმიან ჩვენი მიწები,
უთვალე ხოლმე ვარსკლავები ღამეს მთვარიანს
როდესაც ჩემი არსებობაც დაგავიწყდება.
უმღერე სიზმრებს , ჩემს თბილ სიზმრებს, ვერდასიზმრულებს,
თითქოს ყოველი სევდამომგვრელ ფიქრის მერე ვარ.
და შენი ყველა სურვილიდან რასაც გისრულებ
-წასვლაა, როცა ჩემი თავიც გამომელევა.
შეხედე ამ ჩვენს ძველ ხეივნებს, ნაქალაქარებს,
ჩვენს წილ სკამებზე ახლა მხოლოდ სხვები სხდებიან,
როდესაც თავში მეომარი ფიქრი ფალანგებს
არღვევს და ლექსად ამოხეთაქვს როცა ვნებიან,
ბაგეზე ჩუმად შეგეხება ანცი სიბნელე
და დაბნეული შენს ოთახში დაბანაკდება
მიხვდები რომ ვარ უთვისტომო გადამთიელი
რომელსაც შენგან წასასვლელი გზები აკლდება.
შეხედე ამ მთებს ამ ლურჯთვალა მთებს თოვლყელიანს
აყვავებულან ფიფქებისფრად ნუშთა კვირტები,
უსმინე ქარებს, ცისფერ ქარებს ზღაპრად ყვებიან,
რომ უჩემობა არასოდეს გაგიკვირდება. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი