უკან დაბრუნება
განცხადებები
ბავშთა ბიბლიოთეკის შენობა
20-04-2016, 20:11
ნანახია: 2295
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბავშთა ბიბლიოთეკის შენობა - მდებარეოს ქალაქის ცენტრალურ პარკში. შენობა “მოდერნის სტილის“ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აგებული იქნა არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის მიერ და თავიდანვე გათვალისწინებული იყო საბიბლიოთეკო სისტემისათვის. ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სხვადასხვა სახის კულურულ - საგანმათებლო ორგანიზაციების დაარსებას.
როგორც ცნობილია, ფოთის ინტელიგენცია და მოსწავლე - ახალგაზრდობა სამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დიდ ნაკლებობას განიცდიდა.
ამ ნაკლის ერთგვარი გამოცდილების მიზნით ქალაქის თვითმმართველობას ვინმე კ.ნოდიასთვის ცალკე მიწის ნაკვეთი გამოუყვია წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიის ასაგებად. გაზეთი „ივერია“ 1892 წ. იუწყებოდა, რომ კ. ნოდიას მაღაზიასთან სამკითხველოც გაიხსნა, რომელიც სამსახურს გაუწევს ფოთის საზოგადოებასო. ამავე გაზეთის ცნობით 1893 წელს ლ.ტუღუშს დაუარსებია ფასიანი სამკითხველო, რომლის ფონდი 200-მდე წიგნს მოიცავდა. ლ.ტუღუშისა და კ. ნოდიას სამკითხველოები თავიანთი წიგნების ფონდით ვერ აკმაყოფილებდნენ ფოთის მოსახლეობას, იმდროინდელ ჟურნალ -გაზეთებში მტკიცედ მოითხოვდნენ ფოთში საჯარო სამკითხველოს გახსნას.
1896 წ. მასობრივი ხელმოწერა ჩატარდა სამკითხველოს გახსნის მსურველთა გამოსავლენად.
1897 წ. ა.ხოშტარიას და ნ. საბახტარიშვილს მიუმართავთ თვითმმართველობისათვის, მიხეილის ბულვარში გამოეყოთ ადგილი წიგნების სავაჭრო ფარდულის და სამკითხველოს შენობის ასაგებად.
1898 წლის 26 ნოემბერს ი.ფანცხავას თავმჯდომარეობით მოწყობილა საზოგადოებისათვის საერთო კრება ფოთში წიგნსაცავ - სამკითხველოს დაარსების თაობაზე.
ფოთის პირველი საჯარო სამკითხველო 1899 წლის 14 იანვარს გაიხსნა. ქალაქის საზოგადოებამ ეს ღირსშესანიშნავი დღე ზეიმით აღნიშნა.
ეპისკოპოსმა ალექსანდრემ საეკლესიო წესის თანახმად აკურთხა კულტურის ეს ახლადდაარსებული კერა და სამკითხველოს 100 მანეთი შესწირა. ამ საერთო სახალხო ზეიმში ნ. ნიკოლაძემაც მიიღო მონაწილეობა.
ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა სათანადო შენობის უქონლობის გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდა. დაისვა შენობის საქველმოქმედო წესით აგების საკითხი. საერთო მოწონება ჰპოვა ინიციატივამ ცოლ-ქმარ ვირკოვსკებისა, რომლებმაც მათ მიერ გამართული მუსიკალურ - ლიტერატურული საღამოებიდან მიღებული თანხა მთლიანად ბიბლიოთეკის შენობის აგებას შესწირეს.
1908 წ.თვითმმართველობამ მიხეილის ბულვარში გამოყო ფართი საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ასაგებად. მშენებლობას სამშენებლო მასალები შესწირეს. გ. საბახტარიშვილმა, ალ.ცახავამ, ა.ხოშტარიამ, ე.გაბელიამ, გ. დიდიამ, ს. ურუშაძემ. ფოთის მოსახლეობის ერთსულოვანი მხარდაჭერის შედეგად 1909 წ. ქალაქის არქიტექტურულ ნაგებობათა საერთო ანსამბლს ბიბლიოთეკის ახალი შენობა შეემატა.
კარგა ხანია, ამ შენობაში საბავშვო ბიბლოთეკაა განთავსებული. იგი დღესაც ამშვენებს პარკს და ძველებურად თავისკენ იზიდავს წიგნის კითხვის მოყვარულ, ცოდნის შეძენის მოწყურებულ მოსწავლე ახალგაზრდობას.

რესურსები ინტერნეტში

facebook.com/ ქ. ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი