უკან დაბრუნება
განცხადებები
ისტორიული ძეგლი
25-08-2016, 00:18
ნანახია: 2460
გაუზიარე სტატია მეგობარს


არქიტექტურა ყოველთვის განსაზღვრავდა ქალაქის იერსახეს. ასეა ქ.ფოთის შემთხვევაშიც, მას განსაკუთრებით ხიბლს ანიჭებს მე-XIX საუკუნეში მოდერნის სტილში ნაგები შენობები, როგორიცაა; ქალაქის მუზეუმის, ტელეკომპანია „ფზაისის“, უშიშროების სამსახურისა და რეკვავას ქუჩაზე მდებარე აგურით ნაგები სახლები. ზემოთ ჩამოთვლილ ნაგებობათა მშენებელია ფოთის საქალაქო, შემდგომში კი ქუთაისის საგუბერნიო ინჟინერი ედმუნდ ედმუნდის ძე ფრიკი. იგი ნ.ნიკოლაძის მოწვევით წლების მანძილზე მუშაობდა ქ.ფოთში. მანვე შექმნა ქ.ფოთის გერბი.
მოდერნის სტილი მისთვის დამახასიათებელი ტალღოვანი ხაზებით, თაღებით, მისი ინტერესებით ეგზალტიკისადმი, ამავე დროს რეგიონალურ ტრადიციებთან მყარი კავშირებით სწრაფად გავრცელდა ევროპაში, იგი გამოვლინდა ფერწერაში, სკულპტურაში, დეკორატიულ ხელოვნებაში, მაგრამ განსაკუთრებულ შარმს მან არქიტექტურაში მიაღწია, მოდერნისტულ ნაგებობებში ფუნქციონალობა ანუ საჭიროება ერწყმის სილამაზეს.
ქ.ფოთის ვ.ფრიკის მიერ აშენებული ნაგებობებისათვის დამახასიათებელია აგურით ნაგები ფასადის შედარებით მკაცრი დეკორი. ამ ნაგებობებში იდეალურად არის გადაწყვეტილი გარე ფორმებისა და შიდა სივრცის ესთეტიკური შეგრძნება. ინტერიერის გასაფორმებად გამოიყენება რკინა და ფოლადი. რკინის რიკულებიანი კიბეები შიდა ინტერიერის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
დიდი ნიკო ნიკოლაძის დროს ქ.ფოთს მრავალი ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა შეემატა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებულად გამოირჩევა ინჟინერ ე.ფრიკის მიერ ნაგები შენობები, რომლებმაც ორიგინალური ელფერი შესძინეს არა მარტო იმ კვარტალს, სადაც ისინი დგას, არამედ მთელს ქალაქს.
ისტორიული ძეგლი

სურათზე
წარმოდგენილია მე-XIX საუკუნეში მოდერნის სტილში აგებული შენობა, რომელშიც ფუნქციონირებდა სასტუმრო „ბრისტოლი“, ბრისტოლი ქალაქი - ნავსადგურია ინგლისში. სასტუმროს მეპატრონემ, ალბათ, ადვილად მისახვედრი ანალოგიით შეურჩია ეს სახელწოდება თავის სასტუმროს.








წყარო: გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ №7 ივლისი 2002 წელი გვ.7

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი