უკან დაბრუნება
განცხადებები
ქირურგიული კაბინეტი
8-12-2016, 00:52
ნანახია: 1344
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქირურგიული კაბინეტი

ქირურგიულ კაბინეტში ტარდება ყველა სახის ამბულატორიული ქირურგიული მანიპულაცია, ოპერაციის შემდგომი შეხვევები და ანტიტეტანური ვაქცინაცია.

ქირურგიული კაბინეტი ქირურგიული კაბინეტი (საოპერაციო), სადაც ტარდება ყველა სახის ამბულატორიული ოპერაციები და მანიპულაციები:
• ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება.
• კეთდება ვაქცინაცია ტეტანუსის საწინააღმდეგო ანტიტეტანური შრატი და ანატოქსინი.
• კეთილთვისებიანი სიმსივნის (ათერომა, ლიპომა) ამოკვეთა.
• აბსცესის გახსნა (ფურუნკელი, პანარიციუმი, კარბუნკული, ჰიდრადენიტი, ფლეგმონა).
• ფრჩხილის ექსტრაქცია, რეზექცია პლასტიკით.
• თითების ამპუტაცია, ეგზარტიკულაცია, ნეკრექტომია.
• შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.
• ტროაკალური ეპიცისტოსტომია.
• მუცლის ღრუს პარაცენტეზი (სითხის ევაკუაცია).
• სითხის ევაკუაცია გულმკერდიდან.
• და სხვადასხვა ოპერაციები და მანიპულაციები.

კლინიკა „იკამედი ფოთი“ თანამშრომლობს ქალაქ თბილისში არსებულ კლინიკა „მიკროქირურგია“ - ხელმძღვანელი მალხაზ ჩიქოვანი. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ზემოთ აღნიშნულ კლინიკიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ კონსულტაციებს და ავლენენ საოპერაციო პაციენტებს, ხოლო ორ თვეში ერთხელ ჩამოსული სპეციალისტები ატარებენ ოფთალმოლოგიურ ოპერაციებს: მხედველობის აღდგენა უნაკერო ოპერაციებით ამერიკული კუმშვადი ბროლის იმპლატანციით (გადანერგვით) და სხვა სახის ამბულატორიულ ოპერაციებს:
*კატარაქტა (მოხუცებულობითი, ტრავმული) ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით.
*კატარაქტა (ფაკოემულსიფიკაცია და ხელოვნური ბროლის იმპლანტირება უკანა კამერაში, ერთდროული ირიდექტომიით, ან ირიდოტომიით).
*ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები.
*პტერიგოპლასტიკა.
*ოპერაციები ქუთუთოზე (ექტროპიონის და ენტროპიონის დროს).

ჩაწერა წინასწარ (0493) 22 28 11, (0493) 27 91 91, (0493) 27 88 28
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი