უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის ქრონიკა
19-12-2016, 13:26
ნანახია: 2344
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქალაქი ფოთი არის ანტიკური ფაზისის მემკვიდრე, რომელიც დაარსდა ძვ . წ. VII საუკუნეში და იგი მნიშვნელოვან საპორტო ქალაქს წარმოადგენდა. მიიჩნევენ რომ ფაზისის კოლონია დააარსეს მილეტის ბერძენმა ახალმოშენეებმა
- ამიან მარცელინის დროს ფაზისში იდგა 400 ნარჩევი მეომრისაგან შემდგარი გარნიზონი.
- ქალაქში იდგა კიბელის ტაძარი.
- ის იყო ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქი ფაზისისაგან მოდის ხოხობის სახელწოდება ყველა ევროპულ ენებში (ფაზიანუს), რომელიც არგონავტებმა გაიყვანეს ევროპაში.
- მიწათმოქმედების, ხელოსნობის, საფეიქრო, კერამიკული და სხვა დარგების განვითარებამ ანტიკური ქალაქი ფაზისი კოლხეთის ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრად აქცია.
- ქალაქი თავისი კულტურითაც იყო ცნობილი. აქ ფუნქციონირებდა რიტორიკული სკოლა - ფაზისის აკადემია, სადაც სწავლობდნენ როგორც ქართველები ისე ბერძნებიც და სწავლებაც ორივე ენებზე მიმდინარეობდა. აქ მიიღო განათლება ცნობილმა ქართველმა ფილოსოფოსმა იოანე ლაზმა, რომელიც სწავლულ ზაქარია ქართველთან ერთად ახლდა კონსტანტინოპოლში თავის მოწაფეს ცნობილ ფილოსოფოსს და ღვითსმეტყველს პეტრე იბერს.
- ქალაქი ფაზისი ფოთად ოფიციალურ ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებული აქვს VIII საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ღევონდის.
- ქართულ წყაროთა შორის ფოთი პირველად გვხვდება XI საუკუნის ძეგლში „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“ . ამ ცნობის თანახმად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ათონელი ქ.სამსუნიდან ნავით ფოთის ნავსადგურში შემოსულა.
- მე -XIV-XV საუკუნეებში ფოთში მდებარეობდა გენუის სავაჭრო ფაქტორია.
- 1578 წლიდან ფოთი ოსმალებმა დაიპყრეს და თურქების გარნიზონი 62 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ფოთის ნავსადგურს.
- 1640 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა და დას. საქართველოს სათავადოების გაერთიანებულმა სამხედრო რაზმებმა დაიბრუნეს ფოთი და თურქების მიერ აშენებული ციხე დაანგრია.
- თუმცა 1725 წელს ფოთი ისევ თურქებმა დალაშქრეს დასვეს ფაშა რომელსაც დაუმორჩილეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი და იქ ახალი ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელსაც ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, იგი ოთხივე კუთხეში კოშკით იყო გამაგრებული. ოსმალთა ინტერესის საგნად ფოთი არ კარგავს თავის სავაჭრო მნიშვნელობას.
- XVIII ს-ის მთელ მანძილზე ტყვეთა ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარ ცენტრი იყო ფოთი. ეს გარემოება, ე.ი. ტყვეებით ვაჭრობა დღითიდღე აქვეითებდა ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას. და დაქვეითდა აგრეთვე ფოთის საქალაქო ცხოვრება. აქ თავს იყრიან უპირატესად დასავლეთ საქართველოს სხადასხვა კუთხიდან მოსული ვაჭრები. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შეყვანის შემდგომ.
- 1804 წელს ფოთში ჩნდებიან პირველი რუსი სამხედროები.
- 1809 წელს თავად ნ. დადიანის ხელმძღვანელობით ფოთი ისევ დაიბრუნეს ქართველებმა.
- წელს ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიამ ფოთი კვლავ დაუთმო ოსმალეთს.
- 1828 წ. რუსული ჯარის დახმარებით საბოლოოდ ამოეკვეთად ფეხი თურქებს ფოთის მიწიდან და საქართველოს დაუბრუნდა, გადავიდა რუსეთის იმპერიის ხელში და დაექვემდებარა ქუთაისის გუბერნიას.
- იმპერატორმა ნიკოლოზ I-ის დავალებით გზათა მინისტრმა ფოთში გამოგზავნა ინჟინერ-კაპიტანი ჩადაევი.
- 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად დადასტურდა.
- თურქთა ბატონობისაგან ფოთის ციხის განთავისუფლებას კავკასიის მეფისნაცვალები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ციციანოვს უთქვამს: "სამეგრელო ფოთის გარეშე არაფერს წარმოადგენსო". მისი აზრით ფოთი უფრო მეტი შენაძენი იქნებოდა ვიდრე სამეგრელო. მოგვიანებით ციხე დაშალეს, ნაშალი ძირითადად ნავსადგურის მშენებლობაში გამოიყენეს. ფოთის კოშკი იმ ციხის ნაშთია.
- რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ფოთის ნავსადგურის მოსაწყობათ იწყება საპროექტო სამუშაო, რომელიც 1831 წ. დაუსრულებია გენერალ-მაიორ მატიეს.
- 1832 წელს ბარონმა როზენმა რედუტ-კალედან (ეხლანდელი ყულევი) ფოთში გადმოიტანა სახელმწიფო და საბაჟო დაწესებულებები.
- 1836 წ. გენერალ ესპესოს ხელმწღვანელობით ფოთში იწყება სამუშაო ქალაქისა და ნავსადგურის მოსაწყობად.
- 1853 წლის 31 მარტს კავკასიის კომიტეტს გამოაქვს დადგენილება ფოთის ნავსადგურის შესახებ, რომელსაც სამი დღის შემდეგ იმპერატორი ალექსანდრე II ამტკიცებს.
კაპიტალიზმის განვითარებამ ფოთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკვანძო სატრანსპორტო ქალაქად აქცია.
- 1858 წლის 18 ნოემბერს, იმპერატორ ალექსანდრეს მეორის ბრძანებულებით, დამტკიცებულ იქნა დებულება "სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ"
- 1859 წლის 1 იანვრიდან ფოთი გამოცხადდა საპორტო ქალაქად და იწყება სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად.
ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (უფროსი), რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში "კავკასია"
- 1858 - 1872 წლებში, ფოთიდან ორპირამდე, კვირაში ორჯერ მოძრაობნენ ორთქლის გემები - "თავადი ბარიატინსკი", "გოლუმჩიკი", და სხვა. მათი საშუალებით უცხოელ და რუს ვაჭრებს ორპირში ჩაჰქონდათ შალეული, ტილო, მაუდი, შაქარი, მარილი და სხვა.სანაცვლოდ ფოთში ჩამოქონდათ ხეტყის მასალა, ნედლი აბრეშუმი, ბამბა, ღვინო.
- 1863 წელს იწყება ფოთის ნავსადგურის მშენებლობა "შავროვის პროექტის" მიხედვით, ახლადშექმნილი ნავსადგურის ნავმისადგომები მოუწყობელი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, უმნიშვნელო ქარის შემთხვევაშიც ნავსადგურში მდგარი გემები ღია ზღვაში გადიოდნენ. რომელიც შვიდი წლის შემდეგ არადამაკმაყოფილებლად ფასდება. ნავსადგურის რეკონსტრუქციის პროექტებიდან ყველაზე სრულყოფილი იყო პროფესორ ვოზნესენსკის პროექტი.
- 1867 წლის ზაფხულში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა.
- 1871 წელს კი გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი. ფოთსა და თბილისს (1872 წ.) შორის რკინიგზის ხაზის გაყვანამ მისი მნიშვნელობა ძალიან გაზარდა, ამავე წლის 14 აგვისტოს ფოთში პირველი მატარებელი შემოვიდა.
- 1872 წ-დან 1885 წ-მდე ბაქოს ნავთობის გატანა თბილისი-ფოთის რკინიგზით ხდებოდა. ამიერკავკასიისთვის ეს იყო ეპოქალური მოვლენა. გაიზარდა ამიერკავკასიის სამრეწველო და სავაჭრო პოტენციალი. რკინიგზის მშენებლობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ნიკო ნიკოლაძე დააჯილდოვეს რკინიგზელის ოქროს ჟეტონით. ამ ჟეტონით მას უფლება ჰქონდა უფასოდ ემგზავრა რუსეთის იმპერიის რკინიგზაზე პირველი კლასის ვაგონით.
იმავე წელს მტკიცდება ნავსადგურის ახალი პროექტი, თუმცა პორტისა და ქალაქის მშენებლობა ერთობ ნელი ტემპით მიმდინარეობს.
- ვითარება კარდინალურად იცვლება მას შემდეგ, რაც 1894 წლის 18 სექტემბერს ფოთის ქალაქის თავად ირჩევენ ნიკო ნიკოლაძეს.
- 1897 წელს დიდი ნიკოს უშუალო ხელმძღანელობით მიიღო ნავსადგურის გადაკეთების ნებართვა და იწყება ფოთის პორტის აღმშენებლობა. ამ მიზნით გამოყოფილ იქნა 3 953 000 მანეთი. ამდენად, ქ. ფოთისა და მისი პორტის ღირსშესანიშნაობათა ლომის წილი სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. მისი პროექტით განხორციელდა ფოთის დაგეგმარების შემუშავება, აიგო სამოქალაქო და სახელმწიფო შენობები, ხიდები, მონუმენტური ეკლესია.
- 1904 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა და ექსპლუატაციაში შევიდა კათედრალური ტაძარი, რომელიც ქალაქის ნაგებობათაგან ერთ-ერთი ულამაზესი შენობა იყო. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის ადამ პავლეს ძე კურკოვსკის ძალისხმევით გაშენებულ იქნა ულამაზესი ბაღი (დღევანდელი საცდელი სადგურის ტერიტორია ასევე შემდეგ ქალაქის ცენტრალური პარკი).
- 1905 წლის დასაწყისში დამთავრდა ნავსადგურის რეკონსტრუქცია და ამავე წლის 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ნავსადგურის ახალი შემოსასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, რითაც ძირეულად გაუმჯობესდა მისი ექსპლუატაციის პირობები. ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე საერთო დანახარჯი 1865 წლიდან 1907 წლამდე შეადგენდა 16 000 000 მანეთს.
- 1908 წელს განხორციელდა ფოთის ელექტროფიკაცია. განათდა ნავსადგური და რკინიგზა.
- 1911-12 წლებში ფოთში აშენდა 500 ადგილიანი კინოთეატრი.
- 1912 წლამდე გაყვანილ იქნა წყალსადენი.
- 1925 წელს ი.ზარდალიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა ფოთის დრამატული თეატრი.
- 1928 გადაკეთდა მუშათა სახელმწიფო თეატრად რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბ.გამრეკელი.
- 1963 წელს თეატრს მიენიჭა ვალერიან გუნიას სახელი. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი