უკან დაბრუნება
განცხადებები
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
12-05-2015, 21:31
ნანახია: 1772
გაუზიარე სტატია მეგობარს


ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში კერძოდ ყოფილ ძველ ბაღში, დღევანდელი ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკში. შენობის ადგილმდებარეობა ისეა შერჩეული, რომ ქალაქის ცენტრში გამომავალ ყველა ცენტრალური სხივური ქუჩიდან აღიქმებაფოთი არის ქალაქი, რომელიც წინასწარი დაგეგმარების მიხედვით გაშენდა. ცენტრალურ მოედანს თორმეტი ქუჩა (თორმეტი მოციქულთა სიმბოლო) უერთდებოდა და მას ,,სხივური“ სახე ჰქონდა. ფოთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარიისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 1906-1907 წლებში ახალი გრანდიოზული გურია-სამეგრელოს ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგება.რომლის აგებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ნიკო ნიკოლაძეს.
პროექტი შედგენილია არქიტექტორ ა.ზელენკოს მიერ, მოგვიანებით აკადემიკოს რ.მარფელდის მიერ შეტანილი მცირეოდენი შესწორების შემდეგ პროექტი დამტკიცდა.ტაძარი გათვალისწინებული იყო 2000 მლოცველისათვის. ტაძრის მშენებლობას აწარმოებდა ქალაქ ოდესის ,,შავი ზღვის სამშენებლო საზოგადოება’’ გენნებიკის სისტემითა და მითითებებით. ტაძრის მშენებლობა დაიწყო1906 წლის 6 ივლისს და დასრულდა 1907 წლის სექტემბერში. მთლიანად მშენებლობა მიმდინარეობდა წლისა და სამი თვის განმავლობაში.
1906 წლის 14 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა. 1907 წლის 22 მაისს საღამოს 6 საათზე ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს
საბჭოთა ხელისუფლებამ 1933-36 წლებში საკათედრო ტაძარი თეატრად გადააკეთა. 1996 წელს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღდგა ფოთის ეპარქია და მღვდელმთავრად ეკურთხა მეუფე გრიგოლი. ამ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარიდღიდან იწყება მოძრაობა საკათედრო ტაძრის აღდგენისათვის.2003 წლის 19 დეკემბერს ნიკოლოზობას, ფოთის საკრებულო ღებულობს ჭეშმარიტად ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ტაძარი აღსდგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის საკუთრებაში.
2005 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ლოცვა კურთხევით ტაძარი დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და გადაეცა ფოთის ეპარქიას. ამჟამად ტაძრის სახე აღდგენილია, ფანჯრები შემინულია და მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო შიდა სამუშაოები.
ეს დიდებული ტაძარი არის ახალი ,,აია სოფია’’ მართლმადიდებლობის სიამაყე ისტორიული კოლხეთის მიწაზე ფაზისში, მისი აღდგენით ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ სამყაროს შემოქმედს, შვებას მივანიჭებთ წინაპართა სულებს და წართმეულ მომავალს დაუბრუნებთ ჩვენს შვილებს (მიტროპოლიტი გრიგოლი). ღვთის მადლი მხოლოდ მათ აცხონებს, ვისაც სურთ და არა-მათ, ვისაც ეს არ სურთ.(წმ.ტიხონ ზადონელი). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი