უკან დაბრუნება
განცხადებები
მეც გავაცილე*
7-09-2016, 00:11
ნანახია: 1055
გაუზიარე სტატია მეგობარს


მეც გავაცილე
ერთი ზაფხული,
ერთი ზაფხულით
ნაკლები ვრჩები
და ველოდები,
გარდასახული,
მათ, ვისაც მუდამ
სჯეროდა ჩემი.
მეც ჩავილიე
ქლოროფილივით,
მწვანე სიღრმეში
ფოთოლთა ვნების
და კენწეროდან
მომწყდარ ტკივილით,
დაშვების მუქი
შეგრძნება ვხდები.
ახლა სიცოცხლის
ქარვისფერ სარკეს
ვუმზერ ნანახი
სახების ფითრად
და ვფიქრობ, მეტყვი
იმაზე ნაკლებს,
რაც განშორებით
ისედაც ითქვა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი