უკან დაბრუნება
განცხადებები
ომი და მშვიდობა
27-05-2017, 19:39
ნანახია: 845
გაუზიარე სტატია მეგობარს



ქარაფებს და კბოდეს
შორით უბღვერს ლომი,
ომს მშვიდობა მოსდევს
და მშვიდობას ომი.

ამ უკუღმართ იღბალს
ვერაფრით ვერ შევცვლით,
უმწეობას ვნიღბავთ
ღვინით, ოქრო-ვერცხლით.

მზეზე ყვავის ნუში
ღვთიურ სხივთა წვდომით,
მშვიდობა კი მრუში,
ორსულდება ომით...

ყურად გვეღო ჯობდა
ძველი სიბრძნე რომის...
ომს მშვიდობა შობს და,
მშვიდობას კი ომი.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი