უკან დაბრუნება
განცხადებები
ეგრისელები
19-05-2017, 23:14
ნანახია: 913
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბოროტი ხელი ბილიკებს ნაღმავს,
იწვიან მთები,კორდი სერები,
ეს მერამდენედ გოლგოთის აღმართს
მიუყვებიან ეგრისელები.
ჩემი წარსულის ურცხვი მპარავი,
მემუქრება და ,,ჭკუას მარიგებს''
ენგურთან დასცა მტერმა კარავი
და მე არ ვიცი საით წავიდე.
ღმერთო,რად მერგო ბედი ასეთი...
ლაჩრულად მოკლეს მეფე გუბაზი
და დიდებული ეგრის-ლაზეთი
არ დარჩა უკვე ხსოვნის რუქაზეც.
ახლაც ამაოდ ვეძებ მეგობარს,
მწარე ჭრილობა დამაქვს ორგვარი,
წინ,როცა მტერი გადამეღობა,
ზურგში მახვილი ჩამცა მოყვარემ.
გაურკვევლობის ნისლი მაშინებს
და უცხო ტკივილს ჩუმად ჩავუვლი,
დღემდე არ ვიცი,ქუჯის ნაშიერს,
ვისთან რა მქონდა დანაშაული. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი