უკან დაბრუნება
განცხადებები
წუხილი
19-05-2017, 23:09
ნანახია: 889
გაუზიარე სტატია მეგობარს



ყველა რაღაცას მპარავს და მართმევს,
შენ რომ წახვედი, ბევრი ვინანე,
სული ობოლი- გუგულის მართვე-
ვცადე და ვერსად დავაბინავე.
არის კლება და არა მატება,
ღმერთო უძლური რად გამაჩინე,
გადაარჩინეს რომი ბატებმა,
მე ვერაფერი გადავარჩინე.
დარი იყო და უცებ გაწვიმდა,
სოფლის ბილიკზე მივალ ნაგვემი,
სადღაც, ხის ტოტზე, მიცდის ნარჩიტა,
მაგრამ ვერაფრით ვერ მივაგენი.
გაშეშებული დგანან ვერხვები,
მე კი მივყვები დროთა დინებას,
სადმე, გზის ბოლოს როცა შემხვდები,
ორივეს მწარედ გაგვეღიმება.
არის კლება და არა მატება,
ღმერთო უძლური რად გამაჩინე,
გადაარჩინეს რომი ბატებმა,
მე ვერაფერი გადავარჩინე. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი