უკან დაბრუნება
განცხადებები
სურნელს აფრქვევდა ყვავილი
14-05-2017, 06:24
ნანახია: 867
გაუზიარე სტატია მეგობარს


გიორგი სიჭინავა


დაქროდა ნელი ნიავი,
მინდორს გარშემო უვლიდა,
სურნელს აფრქვევდა ყვავილი
ამონაზარდი ფუნიდან.

შევკრთი და აღარ მოვწყვიტე,
ვერ მივიტანე მიზნამდე,
ყვავილიც წყენით მკითხავდა:
შენ რისგან ამოიზარდე?

მიჯობს დღე მჩატედ ვიარო,
ღამე ღრმა ძილით მძინავდეს,
არ ჩავეძიო არაფერს
გონებით, ძირისძირამდე.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი