უკან დაბრუნება
განცხადებები
ჩემი ნავი
14-05-2017, 06:21
ნანახია: 901
გაუზიარე სტატია მეგობარს


გიორგი სიჭინავა

ზღვა უეცრად გახდა ავი
და ტალღების დადგა მწკრივი,
პატარაა ჩემი ნავი,
წყალი არწევს აკვანივით.

შორს გაფრინდა ნოეს მტრედი,
მაგრამ არ ჩანს შუქი მწვანე,
მე მაშინებს ჩემი ბედი,
ზღვის ტალღებზე მოქანავე.

სადღაც მეთოვლია ჭყავის,
ქარი თითქოს თარზე უკრავს,
ნაპირისკენ ვილტვი ნავით
და ზვიგენი მომდევს უკან.

ღმერთს მივანდე ისევ თავი,
ზღვა სავსეა სხივთა მძივით...
პატარაა ჩემი ნავი,
ტალღა არწევს აკვანივით.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი