უკან დაბრუნება
განცხადებები
ორი განაჩენი
14-05-2017, 06:17
ნანახია: 897
გაუზიარე სტატია მეგობარს



გიორგი სიჭინავა


სულს შეჰყრია აგონია
სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრით.
ზოგს სამოთხე აქ ჰგონია-
პანთეონის ღობის იქით.

აღარ ცხრება დიდებისთვის
ჯგლეთა, კამათი და დავა,
მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის,-
სული რომელ მხარეს წავა.

გვამი საფლავს მიეჩვევა,
სულს კი განსჯის მამაჩვენი,
ზოგჯერ ერთურთს არ ემთხვევა
ცის და მიწის განაჩენი.

რაც სოფელმა დააწესა,
თურმე სიზმარ იყო მიწის...
გვამი პანთეონში წევს და
სული ჯოჯოხეთში იწვის.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი