უკან დაბრუნება
განცხადებები
მიწაში სძინავთ საუკუნეებს
11-05-2017, 21:03
ნანახია: 922
გაუზიარე სტატია მეგობარს




ხისქვეშ ვისვენებ და ღრუბლებს ვზვერავ,
თან უცნაური ფიქრები მახლავს,
აქ სასაფლაო რომ იყო ძველად,
ქალაქის მყუდრო პარკია ახლა.
ვერავის ნახავ ცისქვეშ უვნებელს,
ჟამი ჟამს წამლავს შხამიან თასით,
მიწაში სძინავთ საუკუნეებს
დაფარულს მუდამ შლამით და ხავსით.
განახლებული განცდები მწვავე
ახალი ყოფის გამხდარა მეკვლე...
პარკში ნაირფერ ყვავილებს რგავენ
და პატარები დასდევენ პეპლებს.
სულ სხვა ცხოვრება დახვდება მოდგმას,
დრო-ჟამს თავისი მოაქვს იდეა,
სად ერთდროს იყო გლოვა და მოთქმა,
ახლა ხალისი და სიმშვიდეა.
ჭადრის ტოტები ირწევა ნელა,
თითქოს ნიავი ფოთლებთან მასხრობს,
აქ სასაფლაო რომ იყო ძველად
ქალაქში ახლა არავის ახსოვს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი