უკან დაბრუნება
განცხადებები
ვინ იცის იქნებ ის იყო ქრისტე
9-05-2017, 22:39
ნანახია: 901
გაუზიარე სტატია მეგობარს



გიორგი სიჭინავა


იმედის ძახილს გამოჰყვა თითქოს,
გამოიარა უცხო მთა-ბარი,
ხალხის გულებში ეძებდა სითბოს,
მარტოსული და მიუსაფარი.

გზაზე ჩრდილივით მიირწეოდა,
იდუმალი და შეუცნობელი,
ითხოვა პური და შემწეობა,
მაგრამ გულცივი იყო სოფელი.

ციოდა, არვინ გაუღო კარი,
თვალში ჩაუდგა ბინდი და ნისლი,
სახეს ულეწდა სეტყვა და ქარი
და ჭრილობიდან სდიოდა სისხლი.

იყო ჭიდილი ფარულ მიზანთა,-
კაცთა გულებში უფრო ყინავდა,
მან ღია ცისქვეშ გამოიზამთრა
და მერე სადღაც გაუჩინარდა.

დღეს მერამდენედ ვიხსენებ ისევ.
ჭრილობებს თმენით როგორ იხვევდა,
ვინ იცის იქნებ ის იყო ქრისტე
და ჩვენს სულებში შემოიხედა.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი