უკან დაბრუნება
განცხადებები
ამური შუბლაძე
16-11-2016, 21:22
ნანახია: 2177
გაუზიარე სტატია მეგობარს


ლევთერ ჭოჭუა

იტყვიან ხოლმე, დრო მკურნალიაო, მაგრამ ყოფილა გამონაკლისებიც. ზოგიერთ ტკივილს დრო ვერ კურნავს. პირიქით რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მწვავდება ის. ასე იყო შენი ოჯახისათვის, შენი კოლეგებისათვის, როცა უფლის ნებით მარადიულ სასუფეველში გადახვედი. განგებამ ასეთი ბედი არგუნა ხვიჩა (ამური) შუბლაძეს. ის სრულიად ახალგაზრდა ეზიარა მეხანძრის პროფესიას. მან განვლო გზები სახანძრო დაცვის რიგითი მეხანძრიდან უფროსის მოადგილის პოსტამდე. იყო შინაგანი სამსახურის ოფიცერი. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ხვიჩა შუბლაძის ცხოვრებაში მთავარი იყო მაღალი კეთილშობილური თვისებები, ზნეობრივად მტკიცე და მეგობრისადმი უსაზღვრო სიყვარული. ის იყო საოცრად თავმდაბალი, ნებისმიერი ადამიანის მიმართ მისი პირველი სიტყვა იყო ბატონო...
ამური შუბლაძე

ნადრევად შემოეპარა მძიმე ავადმყოფობა, რომელსაც წლების მანძილზე ებრძოდა, ყველას ერთიანად გვწყდება გული,ყველა განიცდიდა...მახსენდება სამსახურის უფროსის - თენგო ხაზალიას ნაღვლიანი სიტყვები: - მას მძიმე სენი შეეყარა, მკურნალობა ძვირი უჯდება, დახმარება სჭირდება... დიახ, შენზე არამარტო შენიანები, არამედ მთელი შენი გარემოცვა ფიქრობდა და ვის როგორ შეეძლო, არაფერს იშურებდა, თუმცა სიკვდილს ვერავინ აღუდგა.
ამასწინათ შენს საფლავთან შეიკრიბა შენი კოლეგები, ბევრ მოგონებებთან ერთად ბევრი სევდიანი ცრემლებითაც დასველდა საფლავი შენი. „ვინ შეაჩერებს სიკვდილს, ვინ აღუდგება ფარად, მხოლოდ და მხოლოდ ნატვრით, ჩვენს გულებში ხარ მარად.“

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი