უკან დაბრუნება
განცხადებები
ჯემალ მაისაია
1-08-2016, 22:57
ნანახია: 2058
გაუზიარე სტატია მეგობარს


ლევთერ ჭოჭუა

 მეხანძრის ეპიტაპია ჯემალ მაისაიას 
 - მე გავჩნდი ქვეყნად, სიკეთისათვის,
 ავი წუთითაც არ მიფიქრია,
 სახანძრო საქმეს გავანდე ფიცი
 ის იყო ჩემი, სულის სტიქია.
 მე მხარში ვედექ ახალგაზრდობას
 ვიყავი მათი კარგი მრჩეველი
 მიგულეთ თქვენთან, ისევ თქვენს გვერდით
 არ გარინდებას შეუჩვეველი.


ჯემალ მაისაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ათეული წლები იმუშავა. დღისით თუ ღამით, დარსა თუ ავდარში მუდამ ვაჟკაცური შემართებით იდგა მშრომელთა მასებში მყუდროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურში. მიღწეული წარმატებებისათვის - სამსახურეობრივი მოვალეობის უმწიკვლოდ შესრულებისათვის დაჯილდოებული იყო მედლებით ფულადი პრემიებით, სიგელებით, ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული მინისტრის მადლობა.
ჯემალ მაისაია

ბოლო წლებში ჯემალი არჩეული იქნა ქალაქის ნებაყოფლობითი სახანძრო საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარედ. სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ლექტორებთან ერთად ატარებდა ლექციებს. ამზადებდა და ქალაქის პროფესიულ სახანძრო დაცვასთან ერთობლივად ატარებდა საქალაქო სახანძრო თემატიურ საღამოებს. სახანძრო პროფილაქტიკურ - აგიტმასიური მუშაობის დარგში ჩვენი ერთობლივი საქმიანობა განაპირობებდა ჩვენს ურთიერთ თანადგომას, ნდობასა და სიყვარულს. გვქონდა ერთობლივი სამუშაო გეგმა. აქ მე უფრო ღრმად დავინახე ჯემალის შესაძლებლობები, მისი ცოდნა და უნარი, მისი დაუღალავი შრომისუნარიანობა. გარდა ამისა ჩვენ არა მარტო ერთი გუნდი ვიყავით, არამედ ერთი ოჯახივით ვიყავით შერწყმული. დასანანია და გულდასაწყვეტი ასეთი ადამიანები, რომ დღეს ჩვენს გვერდით არ არიან. ჯემალი კიდევ დიდხანს უნდა ყოფილიყო ჩვენს გვერდით მაგრამ განუკურნებელმა სენმა მოაცილა აქ ქვეყნიურ ცხოვრებას. ... და იქნებ იქ, იმ ქვეყნად. იქნებ უკეთ გრძნობ თავს, უფრო მეტი სილამაზე და სიამოვნებაა როგორც ამას წმინდა მამები გვასწავლიან. ალბათ იქაა სამოთხე, აქ კი გამო- საცდელი დროებითი სამყოფელია. ჰოდა იქ იმ სამოთხეში გამყოფოს ღმერთმა. ჩვენ კი სულ გვეხსომები. აბა რა დაგვავიწყებს იმ სიკეთეს, რომელსაც შენ აფრქვევდი მეგობრებში.

ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.93-94

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი