უკან დაბრუნება
განცხადებები
ნელი არზიანი
31-07-2016, 16:01
ნანახია: 2333
გაუზიარე სტატია მეგობარს


ტკივილიანი სექტემმბერი

სიკვდილზე არასოდეს უფიქრია, რადგან სკოლაზე და ბავშვებზე შეყვარებულს ბევრი რამ ჰქონდა მოსაგვარებელი და გასაკეთებელი. ვაი, რომ აღარ დასცალდა...
შარშან, პირველ სექტემბერს ცრემლებიც კი დაუღვრია, სკოლაში ვეღარ მიდიოდა.
ჭირში თანადგომა, სხვისი ტკივილის გათავისება, საქმისათვის თავდადება, მორალურ-ზნეობრივი სიწმინდე და კეთილშობილება - აი, რა იყო დამახასიათებელი ნელი არზიანის პიროვნებისათვის. ძნელია დაიჯერო, რომ იგი დღეს ჩვენთან აღარ არის. იოლად გასაგებია დიდი მწუხარება ოჯახისა, აღზრდილებისა, ახლობლებისა და კოლეგებისა, რადგან ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან სათნო, გულისხმიერი და სპეტაკი პედაგოგი ქალი, რომლის სათხოვარი ღვთისადმი ერთადერთი იყო: „ღმერთო მომეცი ძალა ყოველთვის სიკეთის ქმნისა!“
ყველა მოზარდში იმედს და მომავალს ხედავდა ჩვენი ნელი და ამიტომაც გევუბნებოდა, არასდროს უთხრათ ბავშვს, შენგან არაფერი გამოვაო. ბევრი განუხორციელებელი ჩანაფიქრი თან ჩაიტანა დარდად. უსაზღვროდ იყო შეყვარებული დედაზე, ძმებზე, ძმისშვილებზე, ძმისშვილისშვილებზე, რომლებსაც ყველაფერს უსრულებდა, რათა არ ეგრძნოთ მარგო ბებოს არყოფნით გამოწვეული დანაკლისი. შვილები არ ჰყავდა, მაგრამ თავისი აღზრდილები საკუთარ შვილებად მიაჩნდა. „მასწავლებელი, ბევრი უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - ალბათ, მის შესახებ უთქვამს პოეტს. მისი მზრუნველობა დააკლდა დათოს, გიორგის, დედით ობოლ პატარა ანდროს, რომელსაც თვალებში შესციცინებდა დასანანია, რომ საყვარელი რძლის, პედაგოგის - მარინას სიკვდილით გამოწვეული მწუხარებასც დაემატა არზიანების ოჯახს.
ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლაც, ალბათ, რჩეულთა ხვედრია. ავადმყოფობამ საწოლს მიაჯაჭვა, მაგრამ სულიერად მაინც ვერ გატეხა, სიკვდილზე არასოდეს უფიქრია.
იმ სკოლაში მუშაობდა, რომლის სრული კურსი თავად წარმატებით დაამთავრა, რიგითი მასწავლებლიდან დირექტორებამდე ამაღლებული ერთგულად ემსახურა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს.
რა არ იღონეს ერთადერთი, საფიცარი დის გადასარჩენად უსაზღვროდ მოყვარულმა ძმებმა და ახლობლებმა; რაიმეს თუ ინატრებდა და მოისურვებდა, უჩინარს გაუჩენდნენ, ოღონდ კი ესხნათ მისი ლამაზი, დაუოკებელი სიცოცხლე, მაგრამ ამაოდ...
ამბობენ, სიკვდილსაც გამორჩეულები უყვარსო, ალბათ, იმიტომ აღმოხდა სიკვდილის წინ მის კოლეგას , სასწავლო ნაწილის გამდგეს ციალა გამსახურდიას ბაგეთაგან: სიკვდილი არ მანაღვლებს, თუ იმ ქვეყნად ნელი არზიანს ვნახავო.
ძნელი სკოლისათვის მოკლე დროში სამი პედაგოგის დაკარგვა. რაოდენ ტკივილიანია სექტემბრის დილა, როცა ნელი არზიანი არ შემოაღებს სკოლის კარებს, სიყვარულით არ გაუღიმებს, არ მოეფერება ბავშვებს და არ დაულოცავს ტაძრისაკენ მიმავალ გზას. ციალა მასწავლებელს მე- 8 სკოლიდან გაცილებაც არ დასცალდა, მარინა მასწავლებელსაც რამდენი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი მაგრამ...
ისინი მხოლოდ მოგონებეში გასასახლდნენ, ჩვენ კი უზომო ტკივილიანი ხმით შეგვიძლია ვთქვათ:
იძინეთ მშვიდად! ბუმბულად გეგცეთ მშობლიური საქართველოს მიწა! თქვენი აღზრდილები და მეგობრები მუდამ მოვიგონებთ, არასოდეს დაგავიწყდეთ, რადაგან ჩვენ თქვენი სახელოვანი გზის გამგრძელებელი ალგეთის ლეკვები ვართ, რომელთაც სიკვდილი არ უწერიათ.
გვიჭირს უთქვენოდ სექტემბრის ზარის დარეკვა!
გჯეროდეთ, არასოდეს შეგარცხვენთ!

მე-8 სკოლის პედაგოგები


წყარო: გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ №8(38) აგვისტო 2004 წელი გვ.7
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი