უკან დაბრუნება
განცხადებები
გლოვის ტრადიციები სამეგრელოში
23-07-2022, 19:23
ნანახია: 367
გაუზიარე სტატია მეგობარს


ქართველ ხალხს წეს-ჩვეულებათა სახით ბევრი ჯანსაღი და პროგრესული ტრადიცია აქვს. იმ მდიდარ ადაღებს შორის, რომლებმაც დროს გაუძლეს, არის ქართველი კაცის ჭირთან და ლხინთან დაკავშირებული ტრადიციები. მათი შინაარსი იცვლებოდა საუკუნეების მანძილზე, იცვლებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ძირითადი ტენდენცია, რომლითაც ქართველებმა თავისთავადობა შეინარჩუნეს_უცვლელი რჩებოდა. გლოვასა და ქორწილთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედებს, მათი ფორმები განსხვავებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ არ იგრძნობოდეს ზოგად ქართული შინაარსი.
კუთხეში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჭირი და ლხინი, გლოვა თუ ტირილი განსაკუთრებული იციან. სამეგრელოში აქტიურად იბრძვიან თავიანთი ტრადიციების შენარჩუნებისათვის და ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე გამოვლილი წეს-ჩვეულებებით. ხანდახან ვფიქრობ, ეს კარგია თუ ცუდი? ჟამთა სვლამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენში, მაგრამ მე, როგორც ამ კუთხის შვილი, ვამართლებ ამ ტრადიციებს და მინდა ბევრი რამ ისე დარჩეს, როგორც დღეს არის.
გლოვა, ანუ მიცვალებულის დატირება ცნობილია თითქმის ყველა ხალხის ცხოვრებაში. სამეგრელოში არსებულ ტრადიციებს შორის იგი ერთი-ერთი უძველესია.
ძველ კოლხეთში, რომელშიც ტერიტორიულად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო, მიცვალებულის დასაფლავებაზე მოგვითხრობს ძვ.წ III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი აპოლონიოს როდოსელი. მისი გადმოცემით „ კოლხიდელები მამაკაცის გვამს არც ცეცხლში სწვავენ და არც მიწაში ასაფლავებდნენ, არამედ ხარის ტყავში შეახვევდნენ და ქალაქ გარეთ ხეზე ჩამოკიდებენო“.
ძველი ცნობებით, კოლხები მიცვალებულებს თიხის კუბოებში და ქვევრებში სდებდნენ თურმე. იმისათვის რომ მიწასაც თავისი წილი მიეღო, ქალებს კი მიწაში ასაფლავებდნენ.
მოქდედებდა თუ არა ანალოგიური წესები სამეგრელოში? ამაზე მწირი ცნობები მოგვეპოვება. ართული მწერლობის კლასიკოსს, კონსტანტინე გამსახურდიას აღნიშნული წესით „მიცვალებულთა ე.წ. „დაკრძალვა“ აღწერილი აქვს რომანში „მთვარის მოტაცება“, სვანეთში ტარბების მიერ მოკლულ კაც ზვამბაიას დატირებისას.
გლოვის წესები სამეგრელოში ყველაზე სრულყოფილად გადმოგვცა მე-7 საუკუნის I ნახევარში საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერმა არქანჯელო ლამბერტმა, მაგრამ აქ აღწერილია გვიან შუა საუკუნეებში მომქმედი ტრადიციები, თანაც ევროპელის თვალით დანახული და მაში დღეს ბევრი რამ გაზვიადებულიც გვეჩვენება. აქ მოყვანილი წეს-ჩვეულებებიდან რიგი ნიშნები სამეგრელოს ყოფაში დღესაც შემორჩენილა. მაგალითად: ოჯახის წევრის გარდაცვალებას ჭირისუფალი კივილით ამცნობს სოფელს. მიღებულია მიცვალებულის დატირება მოთქმით. მოზარეები ძირითადად ახლო ნათესავები არიან. მოტირალი შეიძლება იყოს უცხოც, რომელსაც მიცვალებულის ოჯახთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. პატივისცემის ნიშნად მოტირალი მოთქმით გამოხატავს თავის თანაგრძნობა და მწუხარებას გარდაცვლილის, ოჯახის, ჭირისუფლის მიმართ.
მიცვალებულის დაფასება, რაც მოთქმით ტირილში გამოიხატებოდა, ოდითგანვე განსაკუთრებულ ჩვეულებად ჰქონიათ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში“ წერდა: „მოთქმით ტირილს შესხმითი ხასიათი ჰქონდა, თითო-თითოდ მოვიდოდნენ მიცვალებულის ნათესავ-ნაცნობები, ვისაც რა ახსოვდა, ვისაც რა ენახა, სახალხოდ აღიარებდა მკვდრის წინ, მოიხსენიებდნენ მიცვალებულის ვაჟკაცობას, სტუმართმოყვარეობას და ყოველგვარ ქველმოქმედებას. თუმცა ამგვარი შესხმა მკვდარს ვეღარას არგებდა, მაგრამ ჭირისუფლის გულს ასიამოვნებდა და მასთან მაყურებელი ხალხიც იგულისხმებოდა, რომ ოდესმე მათ სიცოცხლეში ნამოქმედარნიც იქნებიან ასევე სახალხოდ მოხსენიებულიო“.
მოტირალობა სამეგრელოში ერთგვარი ნიჭია. ასეთი ნიჭისა და უნარის მქონე ქალები განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ. გლოვა- ტირილის ჩვეულებებში მათი როლი შეუცვლელია. მამაკაცისათვის ხმით ტირილი მიუღებელია, რადგან გულჩვილობას დამოხატავს (და მის ვაჟკაცობას ერთგვარ ჩრდილს აყენებს). ხმით ტირილისას ჭირისუფალთან ერთად უცხოც ხდება ოჯახის წუხილის გამზიარებელი.
ტირილი მიცვალებულის პატივსაცემად გრძელდება ერთი კვირის მანძილზე. შემდეგ ახლობლები და ნათესავები დანიშნავენ დაკრძალვის დღეს, უახლოეს ნათესავებთან აგზავნიან ამბის მიმტანს. დასაფლავებაზე ნათესავები ჩამოდიან მხლებლებთან ერთად. ტირილის მოწყობაში, ჩვენი ჩვეულებით, მოყვრები და დამსრენი იღებენ მონაწილეობას. შეძლებისდაგვარად მოაქვთ „გადააფარი ფული“, ვის რამდენი შეუძლია. ამას გარდა მეზობლები მუქთად ემსახურებიან „ტირილთან“ დაკავშირებული სხვადასხვა საქმის შესრულებაში, როგორიცაა: „ქელეხის მოწყობა, სტუმრების მიღება უცხო სოფლიდან, ქალაქიდან ჩამოსულთა ყურადღება და სხვა.
სამეგრელოში არსებული წესით, ტირილში სამარხვო საჭმელებია მიღებული.გლოვის ხანგრძლივობა ჩვენთან განუსაზღვრელია, გააჩნია მიცვალებულის ასაკს, ჭირისუფლის მდგომარეობას. არიან ჭირისუფლები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე შავებს ატარებენ.
სამეგრელოში ემტად მკაცრი გლოვა იცია. ჭირისუფალი მძიმე შავებს_ძაძებს ატარებს. ეს არის ქალებისათვის შავი სატანის კაბა და გრძელი თავსაფარი. კაცებისათვის ასევე სატანის ბლუზა და შავი ნაჭერი-თავწასაკრავი. მთელი წლის მანძილზე ჭირისუფალი სასაფლაოსა და სატირალის გარდა სხვაგან არ წავა. მამაკაცები 40 დღე, ჩვეულებრისამებრ, წვერს ატარებენ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში მთელი წელი წვერი აქვთ მოშვებული.
შვილმკვდარი მშობლებისადმი სოფელში ერთგვარ მოწიწებას გამოხატავენ, მას გზას უთმობენ, კრძალვით მოიკითხავენ, ტირილსა და ქელეხში წინ წარიმძღვარებენ.
დღევანდელ გლოვის წესებში ბევრი რამ შორეული წარსულის გადმონაშთია, ბევრმაც სახე იცვალა. ფორმები, რომელიც არქანჯელო ლამბერტის თხზულებაშია გადმოცემული, დღეს არ გხვდება, მაგალითად: მოტირალთა დაქირავება,მწუხარების გამოხატვა თავზე ნაცრის წაყრითა და წელზემოთ გაშიშვლებით. შესაძლებელია ლამბერტისა და მოგვიანებით მე-19 საუკუნის რუს მოგზაურთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნარკვევებში ბევრი რამ შეგნებულად იყოს გადაჭარბებული, რადგანმათ სამეგრელოში ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი მიზნები.ამის შედეგი იყო მათი მტკიცებაც, თითქოს ჩამორჩენილი კუთხის გაკულტუროსნება ევროპის დახმარებით ყოფილიყო შესაძლებელი.
მეგრული გლოვის წესი ადამიანთა საოცარი თანაგრძნობის, ურთიერთთანადგომის გამოხატულებაა. ჩვენთან, სანამ მიცვალებულს მიწას არ მიაბარებენ, მთელი სოფელი უქმობს.განსაკუთრებულ მწუხარებაში არიან ისინი, რომელთა მკვიდრიც იყო მიცვალებული გვარში. ახლო მეზობელი, მთელი უბანი ცდილობს ხალხის თვალში მოსახვედრი საქმე არ გააკეთოს: არ მოხნას, არ დათესოს, სახლის მშენებლობას არ შეუდგეს. მეგრელი კაცი ამ საქციელით გამოხატავს იმ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას, რომელიც ოჯახის წევრის, ახლობელისა თუ ნათესავის დაღუპვით ეუფლება.
ამ ჩვეულებაში რიცხვმცირე ერის შვილის შინაგანი პროტესტია გამოხატული,ვისთვისაც ტრაგედიასთან არის გაიგივებული თითეული ქართველის სიკვდილი.
მეგრელ კაცს სწამს, რამდენად მეტ ცრემლს დააღვრევინებს ჭირისუფლებს, იმდენად მეტ ნუგეშს აძლევენ მას, რამდენად მეტი მეგობარი „მიუტირებს“ მას, იმდენად მეტ ნაწილად დაიყოფა მისი მწუხარება და შეუმსუბუქებს მას მაგლოვიარო ტვირთს.

მარინა გოლავა
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი