უკან დაბრუნება
განცხადებები
ტირილი და ქელეხი
15-10-2016, 08:46
ნანახია: 1329
გაუზიარე სტატია მეგობარს


მირიან ჯალაღონია

„ძველი და ახლოწარსულის ტრადიციები“

როგორც სხვა სოფლებში, ისე სარაქონშიც მიცვალებულს გარდაცვალებიდან მარხავდნენ მესამე ან მეხუთე დღეს. დაკრძალვა არ შეიძლებოდა ორსაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს (პარასკევს მარხავდნენ მარტო წყალში დამხჩვალს).
იწერებოდა ქაღალდი სხვა სოფლებისა და ნათესავ - მეგობრებისათვის სათაურით - „ტირილი“ ჩვეულებრივი ან არაჩვეულებრივი. არაჩვეულებრივი ნიშნავდა გონოფორუას (ფულის შეტანა). სოფელში დადიოდა „მაგინაფალი“ (მაცნე, შემტყობინებელი).
სანამ მიცვალებული ესვენა სოფელში, ეს რომელი გვარის არ უნდა ყოფილიყო, ბებია ყველს და ხორცს არ გვაჭმევდა.
სამეგრელოში განვითარებულიყო საკუთარი წესი, - ჰქონდა მდიდარი ზნე - ჩვეულებანი. რამდენ ცრემლს დავღვრით, იმდენ მეტს ვანუგეშებთ და ვინაწილებთ მიცვალებულის პატრონის მწუხარებას.
ტირილის დილას გროვდებოდა მიცვალებულის მეზობლები, ინიშნებოდა მოსამსახურე პერსონალი პირველ რიგში, სურვილით გამოდიოდნენ მესაფლავეები, ინიშნებოდა მეცხენეები, მესვირეები და სურათის დამზადებლები, გარე მაგიდის მცველი, მოტირლები (მიმცილებლები) და თავკაცები სტუმრის სუფრასთან მიმპატიჟებლები.
მიცვალებული ისე უნდა ყოფილიყო დასვენებული, რომ შემსვლელს მარჯვენა ხელისაკენ ჰქონოდა თავი. კუბოს წინ ნოხი იყო დაფენილი, რადგან ზოგიერთი მაამკაცი დაჩოქილად ტიროდა, შუბლზე ხელებს ირტყამდა.
ქალები შესავალ კარებთან ატეხდნენ კივილს, ვითომ პირველად გაიგეს ეს ამბავი. სირცხვილი იყო, თუ მიცვალებულის ახლობელი პირასხეს არ გაიკაწრავდა, ან გაუშლელი თმით შევიდოდა.
შორს სოფლიდან ტირილის დღეს ცხენებით მოდიოდნენ. წინ უფროსი მიუძღოდა, გარედ მდგარი მაგიდის ირგვლივ ორჯერ უნდა შემოევლოთ ცხენებზე ამხედრებულებს, შემდეგ მეცხენე ბიჭები მისცვივდებოდნენ და ეხმარებოდნენ მათ ცხენებიდან ჩამოსვლაში, სტუმრები კი შედიოდნენ მიცვალებულთან, ვისაც ჰქონდა ყამა ან რევოლვერი, უნდა დაეტოვებინა მაგიდასთან მცველთან რადგან მიცვალებულთან იარაღით შესვლა აკრძალული იყო.
სუფრაზე ჯდებოდნენ მთელი დღე რიგის მიხედვით, ვინ რომელ დროს შემოვიდოდა, მას უთვალთვალებდნენ მიმპატიჟებლები. ესენი იძახდნენ სოფლის სახელს „გთხოვ, წამობრძანდეთ ჩხოროწყუ, წალენჯიხა“. ამ დროს სხვას არ ჰქონდა უფლება სუფრასთან წასულიყო. ყველას დაუძახებდნენ თავის დროზე.
ძველად მსოფლიო ომის დროს ხალხს გაუჭირდა. დაიწყეს სიმიდის შეგროვება, შემდეგ დაფქვა, მჭადის გამოცხობა. ამან გამოიწვია მიცვალებულის დიდხანს გაჩერება, ე.ი. მიცვალებული ესვენა ერთი კვირა ან 10 დღე და, რაც მთავარია, დასაფლავებამდე დაიწყეს სუფრის ყოველდღიური გაშლა. თუ 30-იან წლებში მიცვალებულის ორმოცზე თუ წლისთავზე თავს იყრიდა რამოდენიმე ადამიანი, ისიც ახლობელი, 70-80 -იან წლებში, ამან მიაღწია უმაღლეს წერტილს. თავს იყრიდა 200-500 -მდე ადამიანი, არ იყო განსხვავება ქორწილისაგან. მხოლოდ მუსიკა აკლდა.
ამ ბოლო დროს არეულობამ გავლენა იქონია სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დაღარიბდა სოფელი, მაგრამ 40 წლის განმავლობაში ახალ წესს მიჩვეულნი, ახლაც არ იშლის თავისას, რაც აღატაკებს მიცვალებულის პატრონსაც და სოფელსაც. ქუჯი და ფარნავაზისაკენ, აღამაშენებლისაკენ, ჭყონდიდელისაკენ... უკან უნდა დავიხიოთ, ანუ იმ სივრციდან დავიწყოთ, სადაც არ არის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, სამაგიეროდ არის ნამდვილი საქართველო.

გაზეთი „ფარტაზის ამბიონი“ №2 ივლისი 2003 წელი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი