უკან დაბრუნება
განცხადებები
1858 წლის 18 ნოემბერი
5-07-2016, 03:02
ნანახია: 1667
გაუზიარე სტატია მეგობარს


ისტორიები ფოთის წარსულიდან

იდგა 1858 წლის 18 ნოემბერი. ამ დღეს სუსხიანი ამინდი იყო, თუმცა მაშინდელი დასახლების ცენტრში უამრავ ცნობისმოყვარე თუ დაინტერესებულ ადამიანს მოეყარა თავი. ამ დღეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მიერ დამტკიცებული ბრძანებულება უნდა გაეცნოთ ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს მისია პოლკოვნიკმა ივანოვმა იკისრა, რომელიც იმ დროს განსაკუთრებულ კომისიას თავმჯდომარეობდა. სწორედ მან მოამზადა ბრძანებულების ტექსტი, რომელსაც ახლა კითხულობს. მოდით მოვუსმინოთ.
ივანოვი – რუსეთთის დიდი იმპერატორის ალექსანდრე მეორის და ღვთის კეთილი ნებით თქვენი დასახლება ცნობილ იქნას სანავსადგურო ქალაქად. ქალაქის დასახლებისას უპირატესობა მიენიჭება სავაჭრო, სამრეწველო კლასის წარმომადგენლებს. ვაჭრები, რომლებიც აქ დასახლდებიან, შეინარჩუნებენ პირად წოდებას. თუ ისინი სამი წლის განმავლობაში შეიძენენ, ან ააგებენ საკუთარი სახსრებით უძრავ ქონებას – სახლს, მაღაზიას, ფარდულს, აგრეთვე სამდინარო მცურავ საშუალებებს. ფოთში დასახლებულებს უფასოდ მივცემთ მიწებს. თუ თავისუფალი წოდების მოქალაქე ინებებს აქ დასახლებას, მაშინ 15 წლის განმავლობაში არ გადავახდევინებთ საკომლო და სულადობრივ გადასახადს.... „
– იმ დღეს დიდი ზეიმი იყო ხალხში. საქალაქო დებულებით ქალაქის მმართველობა ეკისრებოდა სამხედრო პირს – შტაბსოფიცერს, რომელიც ქუთაისის გენერალ–გუბერნატორს ემორჩილებოდა და იწოდებოდა ქალაქო ფოთის უფროსად.
ივანოვი – აი თქვენი ქალაქის უფროსი – ხელით ანიშნებს გვერდზე მდგარ კაცზე. – მასთან ერთად გიტოვებთ პოლიციის ერთ კომისარს, ორ მწერალს, ერთ თარჯიმანს და ორ თავისუფალ სამხედრო მოხელეს.
ხალხიდან ერთი კაცი გაოეყოფა და კითხვას სვამს –
კაცი– კი მარა, მაგათგან ვინ დაგვიცავს, ჰა?
ივანოვი – ა, ბატონო, აქვეა საქალაქო რატუშა. იქ იმუშავებს ორი სასამართლო მოხელე, ერთი მდივანი და ორი მწერალი. ისინი მოაწესრიგებენ ვექსილების და ყველა სახის დანაშაულის შეზღუდვას.... მაშ გილოცავთ, დღეის მერე ამ დასახლებას სანავსადგურო ქალაქი ჰქვია. მალე პორტსაც აგიშენებთ და ამით ვიამაყებთ ერთად.
ივანოვი ჩამოდის შემაღლებული ადგილიდან. ხალხი ტაშს უკრავს. ივანოვს ხელს ართმევენ.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი