უკან დაბრუნება
განცხადებები
რეზო გაგუა
30-04-2017, 16:37
ნანახია: 1497
გაუზიარე სტატია მეგობარს


რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.
  1969-1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970-1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975-1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
  ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალიზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
    მიღებული აქვს ღირსების მედალი (1998), ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია და პროფესორ ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია..
    2007 წელს საქართველოს ონკოლოგიური სამსახურის შექმნიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღნიშნულ სფეროში კეთილსინდისიერი და ხანგრძლივი სამუშაოსთვის გაგუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საპატიო სიგელი გადაეცა.
    საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში", დაიცვა 1975 წელს.
    სადოქტორო დისერტაციია თემა - "ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო", დაიცვა 1991 წელს.
    რეზო გოგუა იყო საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი,  მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
    რეზო  გაგუა გარდაიცვალა.  2017 წლის  24  აპრილს.



რესურსები ინტერნეტში


ცნობილი ონკოლოგი რეზო გაგუა გარდაიცვალა
ინტერვიუ, რომელიც ყველა ონკოპაციენტმა უნდა წიაკითხოს

სურათი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი