უკან დაბრუნება
განცხადებები
საახალწლო ღონისძიება 28.12.2015წ.
16-11-2016, 21:20
ნანახია: 1906
გაუზიარე სტატია მეგობარს




28 დეკემბერს გაიმართა ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკისა და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საახალწლო ღონისძიება. დასახელდნენ და დაჯილდოვდნენ 2015 წლის და ფოთის საჭადრაკო ისტორიაში საუკეთესო მიღწევების მქონე მოჭადრაკეები. მუსიკალურ ნომრები შეასრულეს საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა.
ფოთის ისტორიაში საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა 2004 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 10 წლის გოგონათა შორის, 2005 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი 12 წლის გოგონათა შორის - ნინო ანაკიძე.
2015 წლის სკოლის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა საქართველოს ჩემპიონი 10 წლის გოგონათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე და მე-10 ადგილოსანი დიანა ლომაია.
2015 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეთა ნომინანტებად დასახელდნენ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 20 წლის ჭაბუკთა შორის - ნიკა ღვამბერია და საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალების "ბათუმის მერიი თასისა" და ფოთის "ნანა ალექსანდრიას თასის" გამარჯვებული - ელენე წოწონავა.
დამსწრეებს და გამარჯვებულებს სატელეფონო ჩართვის საშუალებით მიესალმა ქალბატონი ნანა ალექსანდრია.
საღამოს ესწრებოდნენ ფოთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გერმანე სალია.
საღამოს ორგანიზატორები და წამყვანები იყვნენ საქართველოს ექს-ჩემპიონი 12 წლის გოგონათა შორის - ადა ქაქუთია და სხვადასხვა რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებული - მარიამ დოლიძე. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი