უკან დაბრუნება
განცხადებები
V.ქრისტეს ქიტონი ფაზისში?!
8-03-2017, 07:22
ნანახია: 1494
გაუზიარე სტატია მეგობარს



V.ქრისტეს ქიტონი ფაზისში?!

 რას გვეუბნება მე-12 საუკუნის ასირიელი მემატიანე მიქელ ასური და მე-20 საუკუნის გენიალური მეცნიერი ნიკო მარი?
 XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი ნიკო მარი თავის ნაშრომში „Хитон Господень в книжных легендах армянб грузин и сирийцев” СПБ.1897წ., ეყრდნობა რა XII საუკუნის სირიალი ავტორის მიქელ ასურის ქმნილებას, ამტკიცებს, რომ ქრსიტეს ქიტონი ფაზისისაა დავანებული. ეს არის წმინდა კოლხეთის, საკრალური კოლხეთის უდიდესი რელიქვია.
 მიქელ ასური-ძველი სომეხი მთარგმნელი წერს, რომ მხედრებმა ჯვარცმის შემდეგ გაინაწილეს ქრისტეს ტანსაცმელი და გოლგოთიდან თავიანთ ქვეყნებში წარემართნენ ძვირფასი ნადავლით.
 მიქელ ასური წერს: „მეორე ასისთავმა, ლაზმა ტანსაცმლის თავისი წილი მიიტანა თავის ქალაქ ფუდში, ეგერთა დედაქაალქში“.(ნიკო მარი. დასახ. ნაშრომი, გვ.80).
  აქ სამი რამ არის საინტერესო და საგულისხმო: პირველი. ის, რომ უძველეს საქართველოში, კოლხეთში, კერძოდ, ფაზისში (ფუდში) ლაზმა ასისთავმა მოიტანა ქრისტეს ქიტონი. მეორე. ასირიულ და სომხურ წყაროთა თანახმად დღევანდელ ფოთს (ლიტერატურული ქართული) XII საუკუნეში ასირიელი მემატიანე მოიხსენიებს მეგრულ-ლაზურ-ჭანური სახელით ფუდი (ფუთი). მესამე. ასირიული და სომხური წყაროების თანახმად, ფუდი (ფუთი) ეგერის (ეგრისის) უბრალო ქალაქი კი არ არის, არამედ დედაქალაქია.
  დაიმახსოვროს ყველამ:  ფოთი (ფუთი) ისტორიულად ეგრისის (სამეგრელო-ლაზეთ-ჭანეთის) დედაქალაქი იყო.
  სირცხვილია, დღევანდელ საქართველოში არ ვიცოდეთ ის, რაც XII საუკუნეში სირიისა და სომხეთში იცოდნენ კოლხური ქალაქის- ფუთის შესახებ. ეს ეროვნული სირცხვილია! თუ ვიცით და არ ცოდნას ვაბრალებთ საკუთარ თავს, ეს უკვე დიდი ბოროტებაა, შადიმანობაა.
  თუ ვინმეს სირიელი და სომეხი ავტორებისა არ სჯერა, საქართველოს ისტორიის მამის- დიდი ივანე ჯავახიშვილისა მაინც დაიჯეროს.
  ივ. ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“ (ტ.II,გვ.48,1949 წლის გამოცემა) წერს : „ყურადღების ღირსია, რომ ქაალქი „ფუთი“ სომეხთა ისტორიკოსის ღევონდის სიტყვით ეგრისს ეკუთვნოდა... მიქელ ასურის სომხურ თარგმანშიაც ეს ფუთი მეგრელთა დედაქალაქად არის დასახელებული| (ივანე ჯავახიშვილი). გესმით : მეგრელთა დედაქალაქადო, (დედაქალაქად-მეთქი!),-ამბობს ივანე ჯავახიშვილი.
  საიდან მოვიდნენ ეს შადიმანები, ანდუყაფარები და ყაყიტები, რომლებიც ცდილობენ სამეგრელოს მოწყვიტონ ფოთი?!
  თვით ისტორიის ტენდენციურად (ხშირად უკუღმა) დამწერი ქართველი ისტორიკოსებიც კი აღიარებენ, რომ „როგორც ღევონდისეული ფუთდის („ფუდ“)-ის, ასევე მიქელ ასურის სომხური თარგმანის „ფუდ“-ის ამოსავალი უნდა იყოს გვიან ხანაშიც ამ სახით დამოწმებული მეგრული „ფუთი“.
  ისტორიას უკუღმა მაშინ წერენ ისტორიკოსები, როცა „ამტკიცებენ“ (თავისი ჭკუით), რომ თითქოს „ფოთი“ სხვანთა ქალაქია და არა მეგრულ-ჭანური ქალაქი ეს ერთი. მეორე-ისტორიას და ერს შეურაცხყოფენ პატივცემული ისტორიკოსები, როცა წერენ, რომ ოდესღაც თითქოს აფხაზეთი, სამეგრელო და ლაზეთი თურმე სვანეთი იყო! ეს არის ნონსენსი. ასეთი რამ საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიისა და მისი ისტორიის ინსტიტუტი გრიფით არ უნდა იბეჭდებოდეს!
  ასეთი შეცდომა მოსდით ისტორიკოსებს მხოლოდ იმიტომ, რომ კლხეთი ისტორიას წერენ და კოლხური (ლაზურ-ჭანურ-მეგრულ-ზანური) არ იციან!
  ვერ ერკვევიან კოლხეთის ისტორიულ გეოგრაფიაში, ტოპონიმიკაში, ონომასტიკონში და ა.შ.
  უძველესი საქართველოს ისტორია თავიდან არის დასაწერი, მაგრამ არა დილეტანტებისა და არა ე. წ. „პოლიტიზირებული ისტორიკოსების“, არამედ ნამდვილი, ობიექტური მეცნიერების მიერ.
  მადლობა ღმერთს, ასეთი მეცნიერები გვყვანან საქართველოში!
  ზოგიერთმა ისტორიკოსმა, იმის გამო, რომ „სანიგები“ „სვანიგები“ ჰგონიათ მტელი კოლხეთის მოსახლეობა „აჰყარეთ ფაზის-დიოსკურიიდან და ჭოროხს იქით „გადასახლდა“. ვის რად უნდა ასეთი ტერიტორია!
  ისტორიკოსებმა უნდა იცოდნენ, რომ „სანიგები“ „სვანიგები“ კი არ არიან, არამედ „ზანები“, ზანი+გე+ბი“ არიან. (შდრ.:სანიგი- სანი+გი-სანიკი-სანიკები).
  სანიგები- სანიკები არიან, აქ ლაპარაკია ზანებზე და არა სვანებზე. მეგრელს „ზანს“ უწოდებენ სხვანები.
  ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენამდე რომ აღმოეჩინა ერთ პატივცემულ მეცნიერს, მაშინ ის არც ფოთს „გაასაღებდა“ სხვანურ ქალაქად, არც მთლის ამაყ შვილებს სხვანებს „ ჩამოასახლებდა“ ფოთსა და დიოსკურიაში და არც მეგრელებს „ გადაასახლებდა“ ჭოროხს იქით!
  აბსოლუტურად მიუღებელი, დაუსაბუთებელი, არადამაჯერებელი, არამეცნიერულია ე.წ. „ მოქმედი კონცეფცია“ ფუძე- ენიდან ზანურ (ჭანურ-ლაზურ-მეგრულ) და სვანურ ენათა გამოყოფის დროის ( ისტორიული ქრონოლოგიის) და ამ ენათა გავრცელების არეალის შესახებ.
  მალე გამოვაქვეყნებ ნაშრომს ქართველთა ეთნოგენეზისის შესახებ. იქ ვრცლად და კონკრეტულად გვექნება საუბარი ამ პრობლემების თაობაზე.
  ამ თვალსაზრისით გადატრიალება მოახდინეს  ქართულ აზროვნებაში გენიალური ქართველი მეცნიერის აკადემიკოს თ. გამყრელიძის შრომებმა. ისტპრიულმა მიცნიერებამ უფრო ღრმად უნდა გაითვალისწინოს აკადემიკოს თ. გამყრელიძის ენათმეცნიერული აღმოჩენები საქართველოს უძველესი ისტორიის, განსაკუთრებით კოლხეთის ისტორიის პრობლემების დამუშავების დროს.
  რაც შეეხება ფოთის (ფუთის) „გადასახლება-გადმოსახლებას“, „მესტიაში ატანას“ თუ ჭოროხს და რიონს გაღმა  „წაღებას“,-მე ერთი თხოვნა მაქვს, რიონის შესართავთან ლაზი ასისთაის მიერ ფუთში მოტანილი ქრისტეს ქიტონი მაინც დატოვონ! ყველაფერს ჭოროხს გაღმა ნუ წაიღებენ! მეორედ მოსვლის დროს ქრისტე უსატუოდ მოიკითხავს იმ ლაზ ასისთავს და იმ ქიტონს და ჭკუაზე მოიყვანს ზოგიერთ პოლიტიკოსსა და მეცნიერს.
  ამოუწურავია ის პრობლემები, რომლებიც მეცნიერულად უნდა შეისწავლოს ფაზისის (კოლხეთის) მიცნიერებათა აკადემიამ. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი