უკან დაბრუნება
განცხადებები
IV .კოლხეთის უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკითხი
8-03-2017, 07:17
ნანახია: 1659
გაუზიარე სტატია მეგობარს


IV .კოლხეთის უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკითხი


 ვინ მოიხსენია პირველად კოლხი და კოლხეთი მსოფლიო ისტორიაში და როდის?
 1.ტიგლათფილესერ I-ის წარწერა
 ქართულ საისტორიო და საენციკლოპედიო ლიტერატურაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ კოლხი და კოლხეთი პირველად მოიხსენიება ძველი წელთაღრიცხვის XII-XI ს.ს., მხედველობაში აქვთ მეფე ტიგლათფილესერ-ის ისტორიული წარწერა. იმ დოკუმენტში კოლხი და კოლხეთი მოიხსენიება როგორც „კილხა“.
 ტიგლათფილესერ Iის წარწერა უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ კოლხეთის ისტორია მინიმუმ 32 საუკუნეს ითვლის.
 2.კოლხურ ტომთა დიდი გაერთიანება „კულხა“ („კოლხა“)
 ისტორიკოსები და ენციკლოპედისტები ვარაუდობენ, რომ კოლხურ ტომთა დიდი გაერთიანება „კოლხა“ არსებობდა ტიგლაფფილესერამდე უფრო ადრეც, ჯერ კიდევ XIII საუკუნეშუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. თითქმის მთელი ერთი საუკუნით ადრე ტიგლათფილესერ პირველამდე.
 მე ვიზიარებ ამ მეორე ვერსიას, რადგანაც ის დასტურდება კოლხეთი არქეოლოგიური მონაცემებით, ეს ერთი. მეორე. მე ანგარიშს ვუწევ ისტორიის მამას- ჰეროდოტეს და მის ცნობებს.
 3.ჰეროდოტეს ცნობა რამზეს  მეორის კოლხეთში ლაშქრობის შესახებ
 ეგვიპტის ფარაონის რამზეს II-ის ლაშქრობა კოლხეთსი, რომელზეც მოგვითხრობს „ისტორიის მამა“ ჰეროდოტე, ასევე ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში მოხდა.
 რამზეს II  სწორედ  XIII  საუკუნეში ცხოვრობდა და სხვა საუკუნეში მას არ შეეძლო ლაშქრობა კოლხეთში. ეს ერთი.
 მეორე. ჩემი ეგვიპტოლოგიურ-ქართველოლოგიური გამოკვლევების შემდეგ შეუძლებელია ეჭვი შევიტანოთ რამზეს IIის კოლხეთში ლაშქრობის შესახებ ჰეროდოტეს ცნობაში, რადგანაც, როგორც მე გამოვავლინე, კოლხურ ენაში არსებობს „ ეგვიპტიზმების“ საკმაოდ დიდი შრე.
 მესამე. რამზეს II-ის ლაშქრობა კოლხეთში საშუალებას გვაძლევს კოლხეთის ისტორიის სათავე ტიგლათფილესერ I-ის ლაშქრობაზე ადრე დავაფიქსიროთ მთელი ერთი საუკუნით- ე.ი. XII საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხავმდე.
 4.ურარტუს ისტორიული წარწერები. „კულხა“
 კოლხეთის ისტორიის წყაროებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ურარტულ ტექსტებს.
 „ო“-ს  უქონლობის გამო ურარტული ენა ვერ გამოთქვამს „კოლხა“-ს. ასე გაჩნდა ურარტული „კულხა“.
 „კოლხას“ქართველური ფუძისეული „ო“ შეცვლილია ურარტული „უ“-თი.
 ურარტულ ლურსმულ წყაროებში მე აღმოვაჩინე ორი, ახალი, საქართველოს ისტორიაში უცნობი ქართული (კოლხური) ქვეყანა „მესი“ და ქვეყანა „აფუნი“.( ამ საკითხზე გამოქვეყნებული მაქვს ცალკე გამოკვლევა). „მესი“ და „აფუნი“ ორივე კოლხური სიტყვებია.
  5.დიაუხი-კოლხური ქვეყანა
 „დიაუხი“-ტაოხი-ტაო. ასეთია „დიაუხის“ გენეზისის ძირიტადი ეტაპები.
 ისტორიაში „კულხას“ გვერდით არსებობს ქვეყანა „დიაუხი“
 ჩვენი აზრით, სწორად მიიჩნევდა ქართული ისტორიოგრაფია „დიაუხს“ ქართველურ (კულხურ) სახელმწიფოდ.
 ბოლო დროს, სამწუხაროდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვა მიმართულებები განვითარდა.
 მე ვფიქრობ, რომ „ დიაუხი“ ქართველური (კოლხური) ქვეყანაა.
 „დიაუხი“ კომპოზიტია. „დია“ და „ხი“ ორივე კოლხური სიტყვებია:
 „დია“ კოლხურში ნიშნავს „ღმერთს“, „ხი“-კოლხურად არის „შობა“, „ნაშობი“ და ა.შ.
 მაშასადამე, კოლხურად „დიაუხი“ არის ღვთის ნაშობი ქვეყანა“,  „ღვთის ქვეყანა“, ან „დედა ქვეყანა“. ეს ერთი.
 მეორე. „დიაუხი“-ს „ხი“ იხ ბოლოსართია, რაც ახლავს სიტყვას „კოლ-ხი“.
 მართალია, „ხი: ურარტულშიც გვხვდება, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის.
 „დიაუხის“ სახელდება კოლხურია, პროტოქართველურია.
 6.არგონავტების ეპოქის ოქროს საწმისის კოლხეთი 
  კოლხეთის ისტორიაში ეს ეპოქა ყველაზე უკეთ არის ცნობილი მთელს მსოფლიოში.  ბერძნული და ლათინური მითები მსოფლიო პოეზია, დრამატურგია, პრიზა, ისტორია, ფილოსოფია, გეოგრაფია ამ პერიოდის კოლხეთზე იძლევა ამომწურავ ინფორმაციას, რომელიც მოითხოვს ჰერმენევტიკულ ინტერპრეტაციას.
 აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ ამ პერიოდის კოლხეთის შესახებ მსოფლიო წყაროების შედევრია.
 7.შუმერულ-აქადური ჩანაწერების ხე, მესეფი,მესხეთი,  „გილგამეშის“ დროინდელი და წარღვნამდელი კოლხეთი.
 არსებობს შუმერული წყაროებიც „მესის ხის“ შესახებ, რომელიც მე დავაკავშირე წარღვნამდელ კოლხეთთან, მესხეთთან და მესეფთან. წარღვნამდელ კოლხეთსა და წარღვნამდელ კოლხურ სიტყვებზე გამოვაქვეყნე „ შუმერული-აქადური ჩანაწერები“. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ნიკო
მარი.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი