უკან დაბრუნება
განცხადებები
II. კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის ისტორიის საკითხები.
8-03-2017, 07:08
ნანახია: 1928
გაუზიარე სტატია მეგობარს


II. კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის ისტორიის საკითხები.


    ა)ზოგიერთი ძირითადი საკითხი
   ფაზისის (კოლხეთის) აკადემია აკად. ს.ყაუხჩიშვილის მრავალტომიან „გეორგიკაში“ თავმოყრილი უძველესი ისტორიული წყაროების და აგრეთვე სხვა დოკუმნეტებისა და მეცნიერული ნაშრომების თანახმად, დაარსდა ახალი წელთა აღრიცხვის III საუკუნეში.
   ამ თარიღის შესახებ არავინ დაობს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ვერსია, თუ როდის შეწყდა ფაზისის (კოლხეთის) აკადემიის არსებობა. ერთი ვერსიით, ფაზისის აკადემიამ არსებობა შეწყვიტა მე-4 საუკუნეში, სხვა ვერსიით მე-6 საუკუნეში (ქრისტეს აქეთ).
   მე მხარს ვუჭერ მეორე ვერსიას, მიმაჩნია, რომ ფაზისის (კოლხეთის) აკადემიამ იარსება თითქმის ოთხი საუკუნე (III-IV ს.ს.)
   ამ ვერსიის სასარგებლოდ, ჩემი აზრით, მეტყველებს  თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო არეოპაგიტიკის კორიფეს, მე-5 საუკუნის დიდ ქართველ ფილოსოფოსსა და თეოლოგს, ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრეს-პეტრე იბერს კოლხეთიდან (ლაზარეთიდან) მოჰგვარეს ქართლის სამეფო ტახტის მესვეურებმა მოძღვარი და აღმზრდელი-მე-5ს. დიდი ფილოსოფოსი, თეოლოგი და პედაგოგი იოანე ლაზი.
   ჩემი ვერსიით, ფილოსოფოსი იოანე ლაზი კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის პროფესორი უნდა ყოფილიყო. ამ მასშტაბის მსოფლიო მოაზროვნე მე-5 საუკუნის კოლხეთში მხოლოდ ფაზისის აკადემიას უნდა აღეზარდა.
 ეს ერთი.
მეორე. მე-6 საუკუნეში ბიზანტიელთა მიერ კოლხეთის დიდი მეფის ( დიდი ქართველი მეფის) გუბაზის ვერაგულად მოკვლის გამო გამართულ სახალხო კრებაზე, რომელიც კოლხეთის მომავალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებს მიეძღვნა,(ალტერნატივას-„მაზდეიანური სპარსეთი თუ  ერთმორწმუნე ბიზანტია?“) ორი გენიოსი ლაზი ორატორი და ფილოსოფოსი, მე-5 საუკუნის „კოლხი ციცერონები“ აიეტი და ფარტაზი ისეთ უკვდავ სიტყვებს ამბობენ :კოლხეთის სახალხო პარლამენტში“-საერთო-სახალხო კრებაზე- არ შეიძლებოდა იმ დროს არ არსებულიყო კოლხეთის აკადემია (უმაღლესი რიტორიკული სკოლა), რადგანაც აიეტისა და ფარტაზის გამოსვლები ყველა დროის რიტორიკული ხელოვნების უჭკნობი შედევრია.
 კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, პირველ რიგში, სწორედ რიტორიკოსებს, ორატორებსმ თეოლოგებსა და ფილოსოფოსებს ამზადებდა.
 ამდენად,მე ვფიქრობ, რომ III საუკუნეში დაარსებული ფაზისის (კოლხეთის) აკადემია მე-6 საუკუნეში გუბაზ მეფისა და „ლაზი ციცერონების“ აიეტისა და ფარტაზის დროს ჯერ კიდევ არსებობდა.
  მესამე. კოლხი ორატორების აიეტისა და ფარტეზის სიტყვებმა 14 საუკუნის შემდეგ უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს საქართველოს მენშევიკურ, პირველ დემოკრატიულ მთავრობაზე, ნოე ჟორდანიას მთავრობაზე, გაბსაკუთრებით პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებში.
 ზ. ავალაშვილმა თავის ცნობილ წიგნს, („საქართველოს დამოუკიდებლობა მსოფლიო პოლოტიკაში“) წაუმძღვარა  VI საუკუნის კოლხი ორატორის ციტატა პოლიტიკური ორიენტაციისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ.
 ეს მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ წყდება დროთა კავშირი, პოლიტიკურ იდეათა მემკვიდრეობათა მე-VI და მე-20 საუკუნეებს შორის.
 ეს არის ფაზისის აკადემიის და კოლხური ორატორული ხელოვნების ერთ-ერთი სასწაული. განახლებული ფაზისის აკადემიის ერთ-ერთ უახლოეს სამეცნიერო კონფერენციაზე განზრახული მაქვს წავიკითხო მოხსენება „ფაზისის აკადემიის იდეები და ნოე ჟორდანიას მთავრობის  საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია (მოძღვრება ქართული პოლიტიკური ალტერნატივის გადაწყვეტის ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკის შესახებ“).
 ვინ დაარსა ფაზისის (კოლხეთის) აკადემია 1700 წლის წინათ?
 ბიზანტიის იმპერია ჯერ კიდევ არ არსებობდა, როცა დაარსდა ფაზისის აკადემია (IIIს.).
 500 წელი გავიდა თურქეთის მიერ ბიზანტიის ათასწლიანი იმპერიის დამხობიდან, და ფაზისის აკადემია კვლავ აღორძინდა! ეს ხომ ისტორიული სასწაულია!
ბ) ფაზისის (კოლხეთის) აკადემია. თემისტიოსი და ევგენიოსი.
 მეოთხე საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი თემისტიოსი (317-388 წ.წ.) გვაუწყებს თავის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში, რომ მამამისმა, ბერძენმა ფილოსოფოსმა ევგენიოსმა  და პირადად მან, თემისტიოსმა რიტორიკული განათლება მიიღეს ფაზისის (კოლხეთის ) აკადემიაში. ამ აკადემიის დამაარსებელია მეცნიერი „სათნო“ და „ბრძენი“.
 სამწუხაროდ, ის აკადემიის დამაარსებლის სახელს არ მოიხსენიებს.
 მე-4 საუკუნის ბერძენი ფიებს თემისტიოსი, აკადემიის დამაარსებელი კოლხი ფილოსოფოსი უნდა ყოფილიყო.
 ვფიქრობ, ორ ენაზე, ბერძნულ და პროტოქართველურ (კოლხურ) ენაზე მიმდინარეობდა სწავლება კოლხეთის (ფაზისის) აკადემიაში, რადგანაც მე-4  მე-6 საუკუნეებში კოლხეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, ხოლო სახელმწიფო ენა კოლხეთის სამეფოში, რა თქმა უნდა, კოლხური იყო. გავიხსენოთ აკად.თ. გამყრელიძის ბრწყინვალე ნაშრომი: რომელ ენაზე მეტყველებდნენ აიეტი და მედეა?
 ძველი ქართული სალიტერატურო ენა საეკლესიო ენად კოლხეთში მკვიდრდება მხოლოდ გრიგოლ ხანძთელის შემდეგ. მანამდე კოლხეთში  ქართველური (კოლხური ენა) იყო სამეფო ენა, სახელმწიფო ენა.
 არც ისტორიის გაყალბებაა საჭირო და არც იმ პროტოქართველური ენის აღდგენა. ამის საჭიროება დღეს არ არსებობს. ეს ისტორიული ეტაპი განვლილია. ქართული სალიტერატურო ენა კოლხების მშობლიური ენაა.
 კოლხური ენა შუმი ქართველური ენაა.
  არ ვიცით, კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის პროგრამა, დისციპლინები, რომლებიც ისწავლებოდა აკადემიაში, მაგრამ ვიცით, იმდროინდელ ცივილიზებულ მსოფლიოს ანალოგიურ, ელიტარულ აკადემიებში რა საგნები ისწავლებოდა და ამ კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის სასწავლო-სამეცნიერო პროფილის, სასწავლო გეგმის დადგენა, მისი ისტორიული რეკონსტრუქცია.
 ფაზისის (კოლხეთის) აკადემია ელიტარული აკადემია იყო. ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ თემისტიოსი ამბობს: მეზობელ ბარბაროსთა დარად კოლხურ აკადემიაში ოროლის სროლა, ისართ ტყორცნა და ჯირითი კი არ ისწავლებოდა, არამედ ფილოსოფია, რიტორიკა, პოეზია, ბერძნული ენა და სხვა. ფაზისის აკადემიის სტუდიოზუსები, როგორც თემისტიოსი გადმოგვცემს, ბრწყინავდნენ ღრმა ორატორული და რიტორიკული განსწავლულობით.
  ფაზისის აკადემიაში კოლხები და ბერძნები ეუფლებოდნენ ჰომეროსის,ჰესიოდეს, ციცერონის, კვინტილიანეს, აპოლონიოს როდესელის და სხვა ორატორთა და მეცნიერთა ნაშრომებს,ანტიკურ წყაროებში ვპოულობთ ცნობებს იმის შესახებ, თუ რომელ დისციპლინებს უნდა ყოფილიყო დაუფლებული რიტორიკოსი, ფილოსოფოსი,ორატორი.
 ეს არის პოეზია, დრამატურგია,პროზა, პოეტიკა, მუსიკა, ასტრონომია (კოლხები ასტრონომიას ეგვიპტელებსაც კი ასწავლიდნენ), მათემატიკა, ფილოსოფია, სამართალი...
გ) ბიზანტიელი მემატიანე აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წ.წ) და დიდი კოლხი ორატორები აიეტი და ფარტაზი (VI ს.)
  სწორედ აგათია სქოლასტიკოსმა ჩაიწერა და გადაარჩინა ბრწყინვალე კოლხი ორატორების აიეტისა და ფარტაზის- „ორი კოლხი ციცერონის“ სიტყვები- რიტორიკული ხელოვნების ორი უკვდავი შედევრი, წარმოთქმული მათ მიერ გუბაზ მეფის მკვლელობის გამო კოლხეთის საერთო- სახალხო კრებაზე.
 ვფიქრობ ( ეს ჩემი ჰიპოტეზაა), დიდი ორატორები  აიეტი და ფარტაზი კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის წარმომადგენლები იყვნენ.
 ვისაც სურს კოლხეთის აკადემიიის ისტორიას გაეცნოს, უნდა იცნობდეს:1. ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის მემკვდირეობას, განსაკუთრებით წერილს ფაზისის (კოლხეთის) აკადემიის შესახებ. 2. ბერძენი ფილოსოფოსის ევგენიოსის (თემისტიოსის მამის) მემკვიდრეობას (ორივემ ევგენიოსმა და ტემისტიოსმა) ფაზისის (კოლხეთის) აკადემია დაამთავრეს)’ 3. VI საუკუნის კოლხი ორატორის აიეტის სიტყვას გუბაზ მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ: 4.კოლხი ორატორის ფარტაზის  (VI საუკუნე) სიტყვას, ასევე წარმოტქმულს გუბაზ მეფის მკვლელობის გამო;. 5. ლამაზი ელჩის სიტყვას სპარსეთის შაჰის კარზე გუბაზ მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით; 6.აკად. ს. ყაუხჩიშვილის მრავალტომეულ „გეორგიკაში“ თავმოყრილ ისტორიულ ცნობებს, რომლებიც ფაზისის (კოლხეთის) აკადემიის შესახევ მოგვითხრობენ; 7. ზ. ავალიშვილის შრომებს, სადაც კოლხი ორატორის აზრებია გადმოცემული; 8. აკად. შ. ნუცუბიძის „ქარტული ფილოსოფიის ისტორიას“ (ტ. I), სადაც საუბარია ფაზისის (კოლხეთის აკადემიაზე და სხვა.
 დ) ფაზისის (კოლხეთის) აკადემიის შრომების I ტომი
 კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის შრომების პირველ ტომში, რომელიც მალე გამოვა უნდა გამოქვეყნდეს:
1.თემისტიოსის წერილი ფაზისის აკადემიის შესახებ კომენტარებით; 2. კოლხი ორატორის აიეტის სიტყვა (კომენტარებით); 3. კოლხი ორატორის ფარტაზის სიტყვა (კომენტარებით), 4. კოლხი ელჩის სიტყვა სპარსეთის შაჰის კარზე (კომენტარებით). გარდა ამისა,ფაზისის აკადემიის ნამდვილ წევრთა შრომები.
 ეს აუცილებელია. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი