უკან დაბრუნება
განცხადებები
II. კოლხეთის (ფაზისის) აკადემიის ისტორიის საკითხები.
3-01-2017, 02:13
ნანახია: 1968
გაუზიარე სტატია მეგობარს


I. ფაზისის აკადემიის პრეისტორია


   I. ფაზისის აკადემიის პრეისტორია
  აკადემია და, მით უმეტეს, ისეთი აკადემია, როგორიცაა ფაზისის (კოლხეთის) აკადემია, არ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო ნულოვან საწყისებზე. მას თავისი დიდი, მრავალი ათასწლოვანი პრეისტორია აქვს.
 ფაზისის  აკადემია შექმნა იმ კოლხეთმა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოცივილიზაციაში.
  პირველი. კოლხებმა (ხალიბებმა) შექმნეს მსოფლიო მეტალურგიის პირველი კერები, ვინც მეტალურგიას ქმნის (ადნობს სპილენძს, ბრინჯაოს, რკინას, ფოლადს და ა.შ.) ის ქმნის, ფაქტობრივად, ქიმიის საფუძვლებს.
 კოლხები (ხალიბები) ქიმიისა და მეტალურგიის ფუძემდებლები არიან. უფრო მეტიც: ბერძნულ და ლათინურ ენებზე კოლხ ხალიბთა სატომო სახელი - „ხალიბს“ უდევს ფუძედ: რკინის“, - „ფოლადის“, „სპილენძის“  სახელებს.
   მაშასადამე, ძველი კოლხი არამცთუ ქმნიდა საუკეთესო ლითონის ნაწარმს, არამედ მსოფლიო ბაზარზე  გასარტანად  საექსპორტო საქონელს, რომლის სახელი შედიოდა მსოფლიო ენებში (ბერძნულში, ლათინურში და ა.შ.), რადაგანაც იმ ენებს ამ ლითონთა სახელდებელი სიტყვები არ გააჩნდათ. მათ კოლხურიდან, ხალიბურიდან ისესხეს ეს სიტყვები.
მეორე. ძველმა კოლხეთმა შექმნა მედიცინა. (შდრ: „მედეა“, „კურა მედიანა“, „მ-კურ-ნალობა“ და ა.შ.). მედიცინა კოლხ „მედეას“ სახელიდან მოდის. მედეას სამკურნალო „მოლი“ „ასფოდოლ“(„ასფოთოლა“) ცნობილია მსოფლიო მედიცინის ისტორიაში და ეს სიტყვები ქართველურიდან (კოლხურიდან) არის შესული ჯერ ბერძნულ ენაში, შემდეგ მრავალ ევროპულ ენაში.
მესამე. კოლხები არიან მსოფლიო კარტოგრაფიის და გარკვეული თვალსაზრისით, გეოგრაფიის, ზღვაოსნობის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებლები.
  აპოლონიოს როდოსელი წერს: „კოლხებს შემონახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კირბები, რომლებზედაც მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი“ (ეს არა მარტო რუკაა, არამედ ზღვაზე ნაოსნობის  - ლოციოს, გემთა ცურვის, ზღვაოსნობის საფუძვლებიცაა).
 მასასადამე, ქრისტეს აქეთ III საუკუნეში დაარსებულ კოლხეთის აკადემიას თავისი ფესვები მყარად აქვს გადგმული თავისი, კოლხური და მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში.
მეოთხე. კოლხებს ჰქონიათ თავიანთი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა და საბიბლიოთეკო და საარქივო დაწესებულებანი. დააკვირდით აპ.როდესელის ცნობას: „კოლხებს შემონახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კირბები“. ე.ი. აქვთ წიგნსაცავები. ეს იწერება ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 3-4 საუკუნით ადრე ე.ი. 2300-2400 წლის წინათ. „ნაწერი კირბები“ - კრავის ტყავზე წერას ადასტურებს, „შემონახული აქვთ თავიანთ მამათაგან“ - იმაზე მიგვითითებს, რომ კოლხები წიგნებს და რუკებს ინახავდნენ წიგნსაცავებსა და არქივებში. ეტყობა, ძველ კოლხებს წიგნსაცავებიც ჰქონიათ და არქივებიც.
 აპოლონიოს როდოსელის ცნობა საინტერესოა  უტყუარობის თვალსაზრისითაც, რადაგანაც აპოლონიოს როდოსელი მოღვაწეობდა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, ალექსანდრიის მსოფლიოში ცნობილ ერთ-ერთ უდიდეს წიგნსაცავში. ეტყობა, ალექსანდრიის წიგნსაცავი, რომელიც შემდგომ ბარბაროსმა არაბებმა და მუსლიმანებმა დაწვეს, ბევრ სხვა ცნობასაც ინახავდა პრეისტორიული კოლხეთის შესახებ.
მეხუთე. მეტად საინტერესოა ისიც, რომ ძველ კოლხებს ჰქონიათ პერგამენტისა და პაპირუსის ნაცვლად „კირბები“ ე.ი. კრავის, ცხვრის ტყავები, რომლებზეც წერდნენ : „ზღვისა და ხმელეთის ყველა გზისა და საზღვრის შესახებ“. „კირიბი“ კოლხურად არის „კრავი“. ძველ კოლხურ წიგნებსა და რუკებს სახელდება მისცა „კირბმა“ - კრავმა, რომლის ტყავზეც იწერებოდა წიგნები და რუკები.
მეექვსე. ეტყობა, კოლხები დამწერლობის შექმნის თვალსაზრისით თვით ლათინებზე წინ იყვნენ, რადგანაც ლათინურად „წერა“ ეწოდება კოლხური სიტყვა „სკრიბს“ (ე.ი. კირიბის-კრავის ტყავზე წერა). ლათინურიდან  ეს  სიტყვა  ევროპის  მრავალ  ენაში  შევიდა.
მეშვიდე. მეტად საინტერესოა ჩემს მიერ აღმოჩენილი ბერძნული მითების ცნობა იმის შესახებ, რომ მზის ღმერთ ჰელიოსის ძემ, კოლხეთის მეფის აიეტის ძმამ, - აქციამ (აქციუსმა) დაარსა ეგვიპტეში ქალაქი ჰელიოპოლი (ჰელიოპოლისი) ე.ი. „მზის ქალაქი“, „მზის ღმერთის ქალაქი“, რომელიც უფრო გვიან ეგვიპტური „მზის ღმერთის“ „რას“ მთავარ საკულტო ქალაქად იქცა.
მერვე. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ კოლხეთის მეფის აიეტის ძმა, ბერძნული მითების თანახმად, ასწავლის ეგვიპტელებს ასტრონომიას და ასტროლოგიას. ეს მეცადინეობები, აიეტიდების, აიეტის შვილთა „საოჯახო მეცნიერებებია“, „აიეტიდები ხომ მზის და მთვარის შვილები არიან (გავიხსენოთ კოლხთა უძველესი სიმღერა: „მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამა ჩემი“), ხოლო „ვარსკვლავები კოლხთა ძმები  და დებია“.
 ასტრონომია და ასტროლოგია კი სწორედ მზეს, მთვარეს და ვარსკლავებს სწავლობს.
 მე ვფიქრობა, ამიტომ მიანიჭა ბერძნულმა მითმა პრიორიტეტი კოლხს (აიეტის ძმას) თვით მზის ღმერთ „რას“ კულტის შემქმნელი ეგვიპტელის წინაშე.
მეცხრე. ჩემ მიერ აღმოჩენილი ბერძნული და ლათინური მითების თანახმად, ქალღმერთი კირკე ფაზისელი, აიეტის და, არის ლათინი ხალხის დიდი დედა, ლათინის - ლათინური ენის შექმნელის, ლათინი ერის მამამთავრის - ლაციუმის პირველი მეფის - ლათინის დედა.
 მეათე. უფრო მეტიც, ქალღმერთი კირკე ფაზისელი, ჩემი აღმოჩენის თანახმად, არის რომის იმპერიის ხალხთა უზენაესი ღმერთის - იუპიტერის დედა. ღმერთ იუპტერად იქცა სიკვდილის შემდეგ ქალღმერთ კირკე ფაზისელის (აიეტის დის) ვაჟიშვილი - მეფე ლათინი.
მეთერთმეტე. ერთგვარად რომ შევაჯამოთ ნათქვამი, გამოდის, რომ კოლხებს აქვთ მსოფლიო - ისტორიული პრიორიტეტები ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა მეტალურგია, ქიმია, მედიცინა, დამწერლობა, კარტოგრაფია, გეოგრაფია, ზღვაოსნობა, ასტრონომია, ასტროლოგია, თეოლოგია, კოსმოგონია, ეთნოლოგია და სხვ.
 ეს აღიარებულია მსოფლიო ისტორიასა და მითოლოგიაში.
  ასეთი ცივილიზებული ისტორიის მქონე ხალხს შეეძლო შეექმნა აკადემია. და სწორედ მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული განვითარების შედეგად წარმოიშვა ფაზისის (კოლხეთის) აკადემია, ფაზისის უმაღლესი რიტორიკული სკოლა - საქართველოს ყველა აკადემიათა დედა აკადემია.
მეთორმეტე. ამ ისტორიულ ფონზე რა უსუსურად გამოიყურებიან ის ფსევდომეცნიერები, ვისაც სურს, ფაქტობრივად მოწყვიტოს საქართველოს ეროვნულ ისტორიას - ფაზისის აკადემია და ის არა კოლხურ (ქართულ), არამედ უცხოური სახელმწიფოს (ბერძნების) მიერ დაარსებულ აკადემიად გამოაცხადოს. ამით საქართველოს კულტურასა და მეცნიერების ისტორიას „500 წელს ჰპარავენ“. მათ სურთ საქართველოს აკადემიათა ისტორია გელათის აკადემიით დაიწყონ. ეს არასწორი, ყოვლად მიუღებელი კონცეფციაა.
მეცამეტე. საქართველოს აკადემიათა ისტორია იწყება ფაზისის (კოლხეთის) აკადემიით. ფაზისის (კოლხეთის) აკადემიაა  ქართულ აკადემიათა დედა აკადემია.
 ფაზისის (კოლხეთის) აკადემიაშია გელათის და იყათოს აკადემიების, პირველი ქართული უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყველა დარგობრივი აკადემიის სათავე.
 ისტორიული სიმართლე ეს არის.
 სწორედ წერს გამოჩენილი მეცნიერი და მწერალი ლევან სანიკიძე: იბერიადა იწყება კოლხეთით.
 კოლხეთშია ქართული ცივილიზაციის სათავე.
მეთოთხმეტე. ვერ გავიზიარებ დიდი ქართველი მეცნიერის, აკად. შალვა ნუცუბიძის მიერ მის კაპიტალურ ნაშრომში „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ გამოთქმულ აზრს (ჰიპოთეზას) ფაზისის (კოლხეთის) აკადემიის პროფილის შესახებ.
  ჩემი აზრით, ფაზისის აკადემია თავისი დროისათვის უნივერსალური რიტორიკული აკადემია იყო. ეს ჩანს პეტრე იბერის, იოანე ლაზის, ფარტაზის, აიეტის და აზრის სხვა ტიტანთა ნაშრომებში.
არ არის საჭირო ფაზისის აკადემიის მოქცევა „ჰიპოთეზების“ „პროკრუსტეს სარეცელზე.“
მეთუთხმეტე: ჰეროდეტე, ტაციტუსი, ჰომეროსი, ჰესიოდე, ვირგილიუსი, პლატონი, არისტოტელი, ციცერონი, კვინტილიანე, სტრაბონი, აპოლონიოს როდოსელი, თალეს მილეთელი და სხვა ავტორები განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა ყოფილიყო კოლხეთის აკადემიაში, რადგანაც ისინი წერდნენ კოლხეთისა და ფაზისის შესახებ.ა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი