უკან დაბრუნება
განცხადებები
მირსობა
5-10-2017, 13:48
ნანახია: 2637
გაუზიარე სტატია მეგობარს


ალიო ქობალია

 მირსობა - დუმილის აღთქმა, მდუმარება, ხსენებაზე ტაბუს დადება. ღვთაება მირსას სახელობის დღე. აღინიშნება დიდმარხვამდე 24 დღით ადრე, ზოგან ნააღდგომევს, ახალიკვირის სამშაბათს ან ხუთშაბათს... მირსობას ასე ლოცულობდნენ: „დღარი მირსობაში მოზოჯუა, მა დო ჩქიმ ჩილი დო სქუას ბედი მეჩი, ბედნიერო დარინე, ირი ალიანი დო ჩალიანი ქუგაფართხი, ირი უბადო შარას, წყარს დოთხილე, სქან სახელი ხვამელი... მირსობის მობრძანებავ, მეცა და ჩემს ცოლ-შვილს ბედი მოგვეცი, ბედნიერად გვამყოფე, ყველა სიავე და და მოარული სენი გვაშორე, ბოროტება განგვიფრთხე, ყველა სიავე ავბედით გზაზე, წყალში დაგვიცავ, დაილოცოს შენი სახელი... მირსობას ზოგან მისარონობად, ზოგან ნირსობად იხსენიებენ, ისევე, როგორც მირსას - მისარონად; სხვა თვალსაზრისით მისარონობა იგივე მეისარნობაა, წმინდა გიორგი მოისარის დღე. მირსას სწირავდნენ მასზე შესახლებულ და საგანგებოდ ნასუქ ღორს ომირსეს. მირსობის დღეს ბავშვებს სათითაოდ შეულოცავდნენ, მირსაზე შესახელებულ კვერებს მიადებდნენ ან ჩვრით ამოუწმენდნენ თვალებს და იტყოდნენ, მირსა, აშორე ამის თვალს ყველანაირი ავადმყოფობაო.

                                                                                                                                  ალიო ქობალია "მეგრული ლექსიკონი" თბ. 2010წ. გვ.451-452
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი