უკან დაბრუნება
განცხადებები
ელიობა
5-10-2017, 12:32
ნანახია: 857
გაუზიარე სტატია მეგობარს



ალიო ქობალია

  - აღინიშნებოდა 20 ივლისს ძვ.სტილით, ჭეჭეთობა, ჭიაკოკონობის ღამის შემდეგ, ითვლება უწმინდური სულების მოფენის დღედ. ამ დროს ბოროტი სულები დაძრწიან სოფელსოფელ მელიის , ვაცის, ბუს სახით, მძინარეებს ართმევენ გულს, ფილტვს, ღვიძლს და მიაქვთ როკაპთან, რომელიც ტაბაკონაზე ცხოვრობს. ამის თავიდან ასაცილებლად ხალხი ათევს ღამეს. უკრავენ ბუკს, საყვირს, ისვრიან თოფს; რომ ავსულები დააფრთხონ და თავს ირთობენ ცეკვა–სიმღერით. ამ დღეს დიასახლისები მსხვერპლს სწირავდნენ ელის, სთხოვდნენ, დაიფაროს ოლე ღომის საშრობი აალებისაგან. ელიობისთვის აცხობენ შელებურს მოზრდილ ხაჭაპურს, დადაებდნენ ხონჩაზე, რომელსაც მიაკრავდნენ ანთებულ სანთლებს. დიასახლისი ხონჩას კერიის ცეცხლთან მიიტანს, ქვეშ სამჯერ გამოუტარებს ნამგალს და წმინდა ელის შესთხოვს, ამის ზემოტ ნუ მისცემ ცეცხლს ძალას და ცეცხლის მარცხისაგან დაიფარე ჩემი ფანია ოჯახით. სახლეულის მამები ხის, უპირატესად, იელის ჯვარს დგამენ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას სახლის წინ და ყანებში.

                                                                                                          ალიო ქობალია "მეგრული ლექსიკონი" თბ. 2010წ გვ.278 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი