უკან დაბრუნება
განცხადებები
ნადარაიათა გვარის შესახებ
16-10-2017, 06:46
ნანახია: 2512
გაუზიარე სტატია მეგობარს


ფაუსტ ნადარაია

   ცნო­ბილია , რომ ზო­გი­ერ­თი გვა­რი შე­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბას ამა თუ იმ ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად ,,ჭი­თა­ნა­ვა’’. ,,ჭი­თა’’ მეგ­რუ­ლად ნიშ­ნავს წი­თელს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, წი­თურ კაცს. ზო­გი­ერ­თი გვა­რი წარ­მო­შო­ბი­ლია ხე­ლო­ბის ან რა­ი­მე სხვა საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად ,,ჭკა­დუა’’(,,ჭკა­დუ’’ მეგ­რუ­ლად ნიშ­ნავს მჭე­დელს, ასე რომ ,,ჭკა­დუა’’ მჭედ­ლის აღ­მნიშ­ვნე­ლი გვა­რია მეგ­რულ­ში,­რო­გორც ქარ­თულ­ში მჭედ­ლი­ძე ან მჭედ­ლიშ­ვი­ლი)­.ზო­გი­ერ­თი გვა­რი კი წარ­მო­ე­ბუ­ლია ტო­პო­ნი­მი­სა­გან, ქა­ლა­ქის ან სოფ­ლის რო­მე­ლი­მე ად­გი­ლის სა­ხე­ლი­სა­გან­.მა­გა­ლი­თად: გვა­რი ,,ხუნ­წა­რია’’ წარ­მო­ე­ბუ­ლია ტო­პო­ნიმ ხუნ­წი­სა­გან ,,არ’’ სუ­ფიქ­სი­თა და ,,ია’’ და­ბო­ლო­ე­ბით (ხუნ­წი-­ხუნ­წ-არ­-ი­ა).გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი­ვე პრინ­ცი­პით იყოს ნა­წარ­მო­ე­ბი ,,ნა­დი’’ სიტყ­ვი­სა­გან ,,ნა­და­რა­ია’’(ნა­დი-­ნად­-არ­-ა­-ი­ა)­.მაგ­რამ მე ეს ვა­რა­უ­დი და­საშ­ვე­ბად არ მი­მაჩ­ნი­ა. ჯერ ერ­თი, ნა­დი , რო­გორც ტო­პო­ნი­მი , არ დას­ტურ­დე­ბა და მე­ო­რეც, თუ ამ სიტყ­ვა­ში (,,ნა­დი’’) იმ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვი­გუ­ლის­ხმებთ ,რო­მე­ლიც სა­ბას გან­მარ­ტე­ბუ­ლი აქვს ,რო­გორც ,,მუ­შაკ­ნი შეყ­რილ­ნი’’ ანუ ,,მა­მი­თა­დი’’, უნ­და ავ­ღნიშ­ნოთ , რომ მეგ­რულ­ში ასეთ ,,მა­მი­თადს’’ ,,ნა­დი’’ კი არა ,,ნო­დი’’ ჰქვი­ა.
  მაშ სა­ი­დან მო­დის და რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს მეგ­რუ­ლი წარ­მო­შო­ბის გვა­რი ნა­და­რა­ი­ა?
ჩვენ ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ , რომ გვა­რე­ბად ძა­ლი­ან ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ისე­თი სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ ადა­მი­ა­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბას­,ხე­ლო­ბას ,სა­და­უ­რო­ბას, მაგ­რამ რო­გორც პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ზე ხში­რად გვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბია სა­ხე­ლი­სა­გან...
და ასეა ეს კოლ­ხურ გვა­რებ­შიც. მა­გა­ლი­თად: აღ­სარ­თა­ნი­სა­გან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რი სარ­თა­ნი­ა, ბაგ­რა­ტი­სა­გან­-ბაგ­რა­ტი­ა,­გვა­ჯას­გან­-გვა­ჯა­ვა, გე­გეს­გან­-გე­გი­ა,­კე­კეს­     გან­-კე­კე­ლი­ა,­გე­რა­სი­მეს­გან -გერ­სა­მი­ა,­და­ვი­თის­გან­-და­ვი­თა­ია და ა.შ.
ჩვე­ნი აზ­რით, ასე­ვე პირ­სა­ხელ ,,ნა­და­რა­სა­გან’’ მომ­დი­ნა­რე­ობს გვა­რი ნა­და­რა­ი­ა. მარ­თა­ლია ეს სა­ხე­ლი დღეს მი­ვი­წყე­ბუ­ლია და არ იხ­მა­რე­ბა,­მაგ­რამ ძველ დრო­ში ამ სა­ხე­ლის ხმა­რე­ბას ადას­ტუ­რებს თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ჯერ კი­დევ ქრის­ტემ­დე 1400 წლის წი­ნან­დელ A კლა­სის ხა­ზო­ვან წარ­წე­რებ­ში პრო­ფე­სორ­მა გია კვა­ში­ლა­ვამ ამო­ი­კი­თხა ადა­მი­ა­ნის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ,,ნა­და­რე’’. ასე რომ, ,,ნა­და­რე’’ ანუ ,,ნა­და­რა’’ ფუ­ძი­ა­ნი წარ­მო­შო­ბის გვა­რე­ბია :ნა­და­რი­ა, ნა­და­რა­ი­ა, ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.
  ამ­რი­გად, ნა­და­რა­ია ,,ია’’ და­ბო­ლო­ე­ბი­ა­ნი კოლ­ხუ­რი გვა­რი­ა,­რომ­ლის ფუ­ძე­ში ფიქ­სი­რე­ბუ­ლია წი­ნაპ­რის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი, ეპო­ნი­მი-­,,ნა­დარ’’.
სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბით ნა­და­რა­ი­ე­ბი გლეხ­თა კა­ტე­გო­რი­ას ეკუთ­ვნოდ­ნენ.
  1887 წლის სა­მეგ­რე­ლოს გლეხ­თა აჯან­ყე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღია სალ­ხი­ნოს ფა­რუ­ლი სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს­-,,სხუ­ნუს’’ ერ­თ-ერთ თავ­კაცს სქვა­მა­ია ნა­და­რა­ი­ას, რო­მე­ლიც ხალ­ხუ­რი მე­ლექ­სის გად­მო­ცე­მით მარ­თლაც რომ ,,სქვა­მი’’(ე­.ი. ლა­მა­ზი, მიმ­ზიდ­ვე­ლი) ვაჟ­კა­ცი ყო­ფი­ლა:
სქვა­მა­ი­ას მი­ძა­ხუ­დეს
დო მარ­თა­ლო ვორ­დი სქვა­მი,
ერ­თი-­მორ­თი ქი­ლო­რი­ში
კი­პა­რო­ზაშ მი­ღუდ ტა­ნი.
  სქვა­მა­ია ნა­და­რა­ი­ას შთა­მო­მავ­ლე­ბი დღე­საც ცხოვ­რო­ბენ სო­ფელ დი­დი­ჭყონ­ში. სო­ფელ დი­დი­ჭყო­ნის ლედ­გე­ბეს უბან­ში მდე­ბა­რე ერ­თ-ერთ გო­რაკს ,,თა­სი ნა­და­რა­ი­აშ ნო­ხო­რი’’ ეწო­დე­ბა.
  რო­გორც წარ­სულ­ში, ასე­ვე დღე­საც მრავ­ლად არი­ან ნა­და­რა­ი­ე­ბის გვარში ისე­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ და ამა თუ იმ სფე­რო­ში თა­ვი­ან­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ ის­ტო­რი­ას ქმნი­ან. ასე­თე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად: ფი­ზი­კა-­მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ელიზ­ბარ ნა­და­რა­ი­ა, უნი­ჭი­ე­რე­სი ფსი­ქო­ლო­გი და ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­ს-ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი , ქალ­ბა­ტო­ნი ლი­კა ნა­და­რა­ი­ა, ფა­ზი­სის სა­ე­რო აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი ნუგ­ზარ ნა­და­რა­ია (რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბი­თა და ქველ­მოქ­მე­დე­ბით და­უდ­გეს ძეგ­ლი ფოთ­ში ცოტ­ნე და­დი­ანს და რომ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო აგ­რეთ­ვე გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლის წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვა), სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, კარ­დი­ო­ლო­გი კა­ხა ნა­და­რა­ი­ა, ბიზ­ნეს­მე­ნი მე­რაბ ნა­და­რა­ი­ა, ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე რე­ვაზ ნა­და­რა­ია და მრა­ვა­ლი სხვა.
  ნა­და­რა­ი­ე­ბი ძირი­თა­დად ცხოვ­რო­ბენ ხო­ბის, მარ­ტვი­ლის, ზუგ­დი­დის, აბა­შის რა­ი­ო­ნებ­ში და თბი­ლის­შიც. ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200-ზე მე­ტი ნა­და­რა­ია ცხოვ­რობ­ს(ლტოლ­ვი­ლე­ბის გარ­და), ისი­ნი სხვა­დას­ხვა დროს სა­მეგ­რე­ლოს სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან არი­ან იქ ჩა­სუ­ლი.
ნა­და­რა­ი­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ აგ­რეთ­ვე აფხა­ზეთ­შიც (ცნო­ბის­თვის: აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გა­ლის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი არის თე­მურ ნა­და­რა­ი­ა).
  დღეს მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­და­რა­ი­ე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 1200 სულს აჭარ­ბებს.
  ღმერ­თმა და­ლო­ცოს მა­თი გვა­რი და ჯი­ლა­გი.

წყარო: gazetimartvili





скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი