„გოხარჭალაფა“ (შემოხრჭიალება) მრავალ ნაირად საიტერესო წეს-ჩვეულება იყო ძველ კოლხეთში. იგი დაკავშირებული იყო გაზაფხულის დადგომასთან და მავნე მწერებისა და ქვეწარმავალების საწინაღმდეგო ღონისძიებად ითვლებოდა. ეს წესი სრულდებოდა დიდ ხუთშაბათს - აღდგომის წინა ხუთშაბათს, რომლის შემდეგაც ვარაუდობდნენ მწერებისა და „უხსენებელი“ ცხოველების ზამთრის ძილისაგან გამოღვიძებას. წეს -ჩვეულება სრულდებოდა შემდეგნაირად: დიდი ხუთშაბათის წინა საღამოს ოჯახის წევრები თავს მოიყრიდნენ შუაცეცხლის (კერიის) გარშემო. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდას აუცილებლად ქალიშვილს უნდა ეკისრა ამ რიტუალის ხელმძღვანელობა. მას ეწოდებოდა „მეშურბუმუ“ (უუბრო) და იგი მოვალე იყო რაც შეიძლებოდა ხმის ამოუღებლად დაერთო ერთი თითისტარი მატყლის ძაფი („ღაზლი“). ძაფის რთვის პროცესში დამსწრენი ყოველგვარი ხუმრობითა და სხვა ღონისძიებით ცდილობდნენ მეაბრეშუმესათვის ხმა ამოეღებინათ, ან სიცილი გამოეწვიათ, მაგრამ ის კიდევ ცდილობდა არ დაერღვია წესი და ყველაფერისაგან თავს იკავებდა. ხუმრობა - სიცილში დაღლილი ოჯახის წევრები, როცა ღრმა ძილს მიეცემოდნენ „მეშურბუმე“ კი თავის საქმეს განაგრძობდა და მძინარეებს მალულად ფეხის თითებს გადაუღობავდა მის მიერ დართული ღაზლის ძაფით. (სწამდათ, რომ ამის შემდეგ ზაფხულში მათ ქავილი და ყავლი არ ექნებოდათ თითებს შორის). შუაღამე გადაცილებულს „მეშურბუმე“ ასეხდა განგაშს ტაშტებისა თუ ქვაბების ბრახუნ-ჩხარუნით. ხამურზე წამოცვივდებოდნენ ოჯახის წევრები, რომლებსაც წინასწარ მომარაგებული ჰქონდათ ბრახუნ-ჩხარუნისათვის საჭირო ნივთები და იწყებოდა გოხარჭალაფა. ამ ბრახუნ-ხრჭიალით „მეშურბუმეს“ წინამძღოლობით გარს უვლიდნენ საცხოვრებელ სახლს, მარანს, ბეღელს, სასიმინდეს და სხვა სამეურნეო ნაგებობებს. ლიტანია - შემოვლის დროს წინ მიმავალი მეშურბუმე ხის ნახშირით შემოხაზავდა ყველა შენობას (სწამდათ ნახშირით შემოხაზულს მოერიდებოდა ყველა მავნე მწერი თუ ცხოველი), რომელთაც ამ რიტუალამდე ზამთრის ძილი ჰქონდათ და რომელთა ხსენება ტაბუ (ვაშინერს) იყო კვლავ გაზამთრებამდე. ზაფხულის განმავლობაში მათ თუ ახსენებდნენ მხოლოდ შერქმეული ზედწოდებებით. ასე მაგალითად, ჭიანჭველას - პუხუამი (კუზიანი), რწყილს - მაცოჸალი (ხტუნია), თაგვს - კუდელამი (კუდანი), გველს - გილმასირგოლე (თრევია), ტურა და მელა - გინძეკუდელამი (გრძელკუდა) და სხვა. სწამდათ, რომ მავნეთა ნამდვილი სახელის ხსენება მათ მოძალებას გამოიწვევდა, მკვდარიც რომ - ყოფილიყო - გააცოცხლებდა.
აღნიშნული რიტუალის დასასრულს ეწყობოდა ე.წ რწყილის დაჭერა (წყირჭოფია): მეშურბუმე, ჯერ კიდევ ხმაამოუღებელი (უუბრო) აიღებდა თოხს, ავიდოდა სამზარეულო სახლის სხვენზე, დადგებოდა კერიის თავზე დაწყობილ ჭერზე (საბერტე) ქვევით დარჩენილთაგან ერთს ანიშნებდა კერიის ქვაზე (ობუკალი), ჭერზე მოუსვამდა თოხს, ვითომ თოხნიდა და პირველად ამოიღებდა ხმას - „მი ყვანა დო მი ცხვინდია!“ (სად ყანა და სად სხვენიო), მოპასუხედ მიჩნეული აიღებდა კერიის ქვას, დაარტყამდა სოხანეზე და იტყოდა - „მი ჸუდე დო მი წყირია“ (სად სახლი და სად რწყილიო“) მეშურბუმე კვლავ იმეორებდა - „მი ბერგი და მი ცხვინდია“ (სად თოხი და სად სხვენიო), მოპასუხე ისევ ქვას დაარტყამდა მიწაზე - „წყირი დიხას სამარეს!“ (რწყილი მიწა - სამარეში) და ასე მეორდებოდა სამჯერ, იმით მთავრდებოდა გოხარჭალაფა, თუ მეზობლისას არ იყო ორგანიზებული ეს რიტუალი, შეიძლებოდა იქაც გადასულიყვნენ და ჩაეტარებინათ რწყილის დაჭერა მაინც.
კოლხთა ეს წეს-ჩვეულება აღწერილია კრებულში, რომელსაც ეწოდება „კავკასიის ადგილმდებარეობათა და ტომთა აღეწრის მასალათა კრებული. (ტ.32)
1970 წ
მამანტი კვირტია. წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.140-141
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы