უკან დაბრუნება
განცხადებები
თვითმმართველობის ხალხური ინსტიტუტი ძველ სამეგრელოში
4-02-2017, 13:45
ნანახია: 1692
გაუზიარე სტატია მეგობარს


თვითმმართველობა სახალხო ხელისუფლებაა, მას პირველყოფილ თანასწორების დროს ჩაეყარა საფუძველი. შემდეგ  კლასობრივმა წყობამ აკრძალა ბარში, მთაში კი დიდხანს შემორჩა გადმონაშთური ყოფითი ფორმის სახით. თუმცა მთავარიც იყო, პოლიტიკურ ხელისუფლების მოხელებიც ბატონობდა, მაგრამ მთის მოსახლეობის  თვითმმართველობას მაინც ანგარიში ეწეოდა, თუმცა მიღებული არ იყო. მისი მსჯავრი სავალდებულოდ არ ითვლებოდა პოლიტიკური ხელისუფლებისათვის, მაგრამ მის გვერდით ხალხის ნებასურვილის გამოხატულებას წარმოადგენდა უდაოდ. ბარში კი იგი აკრძალულიც იყო. თუ სოციალური უკმაყოფილების დროს მიმართავდა ხალხი და თავისას გაიტანდა, თორემ პოლიტიკურ ხელისუფლებას მისი იგნორირების და აკრძალვის ყოველგვარი საშუალება ჰქონდა გამოყენებული.  მიუხედავათ  ასეთი მკაცრი იგნორირებისა, ხალხის თვითმმართვეელობა მტკიცედ არსებობდა.. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ხელისუფლების  დეფორმაციამ და მკაცრმა დიქტატორულმა რეჟიმმა მოშალა დემოკრატიზმი,  ჩაქრა ხალხური სახელისუფლებო ტრადიციაც. თუმცა ერთხანს თვითმმართველობის ინსტიტუტი ხალხის მეხსიერებაში მტკიცედ არსებობდა და საჭიროების შემთხვევაში ისევ შეეძლო ფუნქციონირება. ეს სისტემა საოცრად დიფერენცირებული და ფუნქციონალური იყო. იყო საკანონმდებლო ორგანო, ხალხის ზარის დარისხვით, ან ოჸეს - სათემო საყვირის მოწოდებაზე თავს იყრიდა სოფლის მოედანზე, ასეთ თავშეყრას ჯარალუა ან კათუა ერქვა. კათუა ირჩევდა მოწესე  „დუდკოს“ - თავკაცს. თავკაცი კათუას ხსნიდა და ამცნობდა ხალხს საერთო სატკივარს, გასაჭირს თუ გასახარს. იწყებოდა მისი საერთო განხილვა. ყველაზე „მენცარი“, გამოცდილი, საკმაოდ ხანსრული, ცხოვრება ნანახი და დაბრძენებული ხალხი მსჯელობა საერთო გასაჭირზე. შემდეგ „დუდკოჩი“ აკათებდა დასკვნას, აყალიბებდა საერთო სურვილის შესაბამის გადაწყვეტილების ფორმულას, რასაც კათუა ან მიიღებდა საერთო მოწონებით, ან უარყოფდა. თუ უარყოფდა, მაშინ ისევ ხელახლა ყალიბდებოდა ახალი ფორმულა. ახალი რედაქცია გადაწყვეტილებისა, ახლა იგი განიხილებოდა სათანადო წესით. მიღებული გადაწყვეტილება საერთო - სათემო განაწესი იყო, რომელსაც თითეული მონაწილე თავს ანაცვლებდა, იგი ვალდებული იყო თავი გაეწირა მისი შესრულებისათვის. ამიტომ იყო, მისი შესრულებისათვის ბრძოლის მსხვერპლი ხშირად წმინდანადაც კი ითვლებოდა, დავითი და კონსტანტინეს მსგავსად. თაობიდან თაობას გადაეცემებოდა მისი თავდადების ამბავი. ან მოღალატე ჩაქოლვით ან ლაფის დასხმით ისჯებოდა.  ყველაზე ბოროტს თემი ქოლავდა, ქვების გორას აყენებდა მის სხეულზე, ასეთ ადგილას „ნაქოლა“, „ქოლირი“, „ქოლობანი“ ჰქვია დღესაც ტოპონიმის სახით. თუ იგი მსხვერპლს არ მოითხოვდა, თუ ლაჩრულად უკან დაიხევდა და საიდუმლოს ვერ გასცემდა, მაშინ ხალხი ცოცხლად მარხავდა დამნაშავეს, თავზე ლაფს დაასხამდა, შეურაცხყოფილს ამოთხრიდა და თემიდან მოჰკვეთდა. ასე ხდებოდა ეს სკურში ‘გიფალთან“, კურზუში „გოკირილთან“, ბიაში „ბჟეთში“ და ა.შ. ეს ტრადიცია იცავდა მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაკაზს ღალატისაგან, ერთგულებას ჩააგონებდა კათუას ყველა წევრს.
  კათუას დროს წესრიგის მეორე საკითხი იყო ვისთვის მიენდო ხალხს ნაკაზის შესრულება. თუ ერთპიროვნულ ხელისუფლებას ითხოვდა (მტრის წინააღმდეგ ბრძოლა, თემის ღალატის დადგენა და სხვა) მაშინ ირჩევდა „დუდკოს“ - თავკაცს, აღმასრულებელ პიროვნებას. თუ უფრო თავისუფალი და საჭირო საქმე იყო და ერთი პიროვნება ვერ შეძლებდა ნაკაზის შესრულებას, ირჩევდნენ „სხუნუს“ - ნარჩევს, საბჭოს. სხუნუ კი დუდკოს ირჩევდა თავის შემადგენლობიდან. ეს იყო აღმასრულებელი სახელისუფლებო ორგანო. სხუნუში ყველას თავის ფუნქცია ჰქონდა. „დუდკოჩიში“ - თავკაცის „ალმარინს“, გვერდიში მდგომებს ეძახდნენ მათ. თითოეული ეს წევრი განაგებდა ხელისუფლების შესაბამის დარგობრივ უწყებას, იგი ძალიან პრიმიტული, მაგრამ საკმაოდ ფუნქციონირებული ერთეული იყო. „მახვამური“ - მოწესე იყო, სარიტუალო წესის გამგე. „მენცარი“ - ბრძენკაცი, ადათწესის მრჩეველი იყო, მას „მენამუსესაც“ ეტყვიან. მენამუსე - მონამუსეა, ნამუსის შემნახველი. დამცველი. „ოშიშდუდი“ ასისთავია, შეიარაღებული რაზმის გამგე. ხოლო  „მაჯინ“ მზირია, მეთვალყურე, მზვერავი. შინაგან საქმეთა გამგებელი. ამრიგად, ეს ინსტიტუტი ხალხური ხელისუფლების საკმაოდ სრულყოფილად დიფერენცირებული და ფუნქციონირებული იყო. ვფიქრობ, ეს ტაბულაც ჩვენს ალბომში ხალხის წასული ყოფის სრულყოფილად წარომოდგენისათვის მეტად საჭირო და აუცილებელია.

გივი ელიავა „ეთნოგრაფიული სამეგრელო“ მარტვილი. 1989 წელი გვ. 41-44
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი