უკან დაბრუნება
განცხადებები
ჯარალა
11-09-2016, 22:09
ნანახია: 1056
გაუზიარე სტატია მეგობარს



ჯარი ძველ ქართულში აღნიშნავდა მრავალ კაცს შეკრებილს სალაშქროდ. გინდა დროის გასატარებლად, საზეიმოდ; „ვეფხისტყაოსანში“ ჯარი სალაშქროდ შეკრებილსაც აღნიშნავს და საზეიმოდ შეყრასაც, დიდებულთა მხლებლებსაც. ასე მაგალითად 474-ე სტროფში ვკითხულობთ:




მას მზესა ტანსა ემოსნეს
ნარინჯის ფერნი ქუბანი,
ზურგით უთქმს ჯარი
ხადუმთა დას დასად
უბან უბანი.
ან კიდევ: მიეგება,
მოეგება მხიარული
გულმხურვალსა,,
დიდებულთა ჯარისაგან
ზოგნი გვანდა ვითა მთვრალასა.“
(673-ე სტ)

ძველ კოლხურშიც ჯარი დროის გასატარებლად გასართობად შეკრებილობას აღნიშნავდა. ეს შემონახულია საანდაზო თქმაშიც: „ირი კოც დუდი ვამოწონდასუნი, ჯარი ვეშაყარუდუა“ („ყველა კაცს რომ თავი არ მოსწონდეს, ჯარი არ შეიყრებოდაო“). ჯარალა სწორედ ამ შეკრებილობას აღნიშნავდა. ჯარალა-შეკრებილობა ძველ დროში სისტემატურად იმართებოდა კვირა - უქმე დღეებში, ან დიდ ტრადიციულ დღესასწაულთან დაკავშირებით. „ახალაიაშ ჯარალა“ ქვედა ჩხოროწყუში და „სახვარაში ჯარალა“ სოფ . ოჩხომურში- ნააღდგომევს. „ზიმიში ჯარალა“, ამაღლების კვირაში და ა.შ. ეს „ჯარალები“ და მაშინ სახალხო სეირნობის, მასიური გართობის როლს ასრულებდა და მშრომელთა დასვენების თავისებურ ფორმას წარმოადგენდა.ჯარალა დღეებში მრავალი საინტერესო თამაში ეწყობოდა, როგორიც იყო ლელო ბურთი, ქოთნის მტვრევა, ჭიდაობა-შერკინება, ტომრით მარულა, ლექსაობა-კაფიობა, სხაპუა-ჰარირათი ცხენოსანთა ჯირითი-მორქია, თარჩია, ეხვახვილია თვალახვეულის მიერ ვინმეს ძიება და სხვა.ყოველი ჯარალა ხალხური მომღერლების ტკბილი მელოდიებით იწყებოდა, რომელიც თანდათან დიდ ჯარალაში გადაიზრდებოდა და მთავრდებოდა ცეკვით.
აღნიშნული გართობა - თამაშობანი ჩვენს დროში ეგზომ გავრცელებულ ფეხბურთსა და ფრენბურთზე ნაკლები საინტერესო როლი იქნება, თუ მას გეგმაზომიერად აღვადგენთ. ჩვენის აზრით, ეს მასიური სეირნობები შრომასაც უფრო ხალისიანსა და მრავალნაყოფიურს გახდის. იგი ხელს შეუწყობს სოფელში ახალგაზრდობის დამაგრებისა და დასაქმების საქმესაც.
 
1975 წელი

მამანტი კვირტია  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ125-126
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი