უკან დაბრუნება
განცხადებები
ეშმაკი
21-02-2022, 22:58
ნანახია: 260
გაუზიარე სტატია მეგობარს


თედო სახოკია

ჩამოთვლილ სულებს გარდა არის კიდევ ავი, ბოროტი სული, რომელიც ადამიანის ყოველ ფეხის გადადგმას თვალყურს ადევნებს და, შეიძლება ითქვას, ადამიანის გვერდით განუშორებლად არისო. ეს არის ეშმაკი, ადამიანის თვალთათვის უხილავია, მეგრელთაგან ნახვით არავის და არსად უნახავს. მეგრელის წარმოდგენით ეშმაკი უნდა იყოს ადამიანის ტანისა და სახისა, მხოლოდ ბანჯგვლიანი, რქებიანი, კუდიანი და გრძელი, მოკაუჭებული ცხვირიანი, შავი და ძალზე უსახურია. ხელფეხის ჩამოფხავებულ თითებზე გრძელი, სულ გრძელი ფრჩხილები აქვს. მისი გრძელი ყურები, გადმოკარკლული სისხლიანი თვალები გულშემზარავი საყურებელია.
თედო სახოკია "ეთნოგრაფიული ნაწერები" 1956 წელი გვ. 16-17
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი