უკან დაბრუნება
განცხადებები
მესეფი ანუ ზღვის კაცი
21-02-2022, 22:50
ნანახია: 314
გაუზიარე სტატია მეგობარს


თედო სახოკია

ადამიანის სავნებლად გაჩენილი ავი სულები, ხმელეთს გარდა, სამეგრელოს სანაპიროებში შავს ზღვაშიაცა ცხოვრობენ. ესენი არიან მესეფები, ანუ ზღვის კაცები, პატარა ტანისანი. ზღვის ღელვის და საერთოდ ზღვაზე ყოველისავე უბედურების გამომწვევებად ესენი ითვლებიან. წელიწადში ერთხელ, სახელდობრ შემოდგომაზე, მესეფები ზღვიდან გამოდიან ხმელეთზე, რომ მთელი წლის სარჩო მოიმარაგონ. მესეფების ამოსვლა ზღვიდან ემთხვევა სწორედ იმ დროს, როცა სამეგრელოში, რომ იტყვიან, ცა ჩამოიქცაო, სწორედ ამცის ჩამოქცევასა ჰგავს, ისე წვიმს დღე და ღამე, გადაუღებლივ, მთელი ორის კვირის განმავლობაში. ზოგს სიმინდის აღება და ყურძნის დაკრეფაც ვერ მოუსწრია და მოსავალი აუღებელი ულპება. ამ უბედურებას აბრალებენ მხოლოდ და მხოლოდ მესეფებს, მეგრელების დაუძინებელ მტერს: „დავიღუპეთ, მესეფები ამოვიდნენ ზღვიდანაო!" დაბლობი სამეგრელო , რაც შავ ზღვას უშუალოდ ემხრობა, გაუვალ ტბადაა გადაქცეული. კაცი იტყვის, აქაურობა თავისდღეში არ გაშრებაო…
რასა შვრებიან მესეფები სამეგრელოში? მეგრელების თქმით, საუ- ცხოვო მონადირენი არიან თურმე. მშვილდ-ისრით გარეულ ნადირს რომ დაერევიან, ერთს არ უშვებენ ცოცხალს. მერე გამართავენ თურმე ლხინს და უსხედან აუღებელ სუფრას, სანამ არ დაუბრუნდებიან თავის სამუდამო სამყოფელს . ერთი სასწაულიც ემარჯვებათ თურმე. მეგრე- ლებისავე თქმით, ჭამის შემდეგ ნადირის გამოხრული ძვლები ისევ ცოცხალ ნადირებად იქცევიან და ტყეში შერგავენ თავს, რომ მესეფებმა კვლავ განაახლონ მათზე ნადირობა. მის შემდეგ დაერევიან გლეხებს, მოჰპარავენ ოთხფეხ საქონელს, მთელი წლის საჭმელად სამყოფს და ამოჰყოფენ თავს თავიანთ ზღვის ფსკერზე. იმათი წასვლა და წვიმის გადაღება ერთი იქნება და მეგრელებიც ამბობენ ხოლმე: მესეფები ზღვაში დაბრუნდნენო!..
თედო სახოკია "ეთნოგრაფიული ნაწერები" 1956 წელი გვ. 16
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი