უკან დაბრუნება
განცხადებები
წყლის დედა ანუ დედა იგივე მეფე წყლებისა
21-02-2022, 22:43
ნანახია: 264
გაუზიარე სტატია მეგობარს


თედო სახოკია

დიდ მდინარეებში იცის ლამაზი ქალის სახის სულები, გრძელ და შავ თმებიანი. ესენი მართავენ წყლის მდინარებას, თვალყურს ადევნე- ბენ შიგ თევზების გამრავლებას . სდარაჯობენ ღამით განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ფონია და ჩვეულებრივ ქვეითი თუ ცხენოსანი შიგ გადის. წყლის დედას გამოჩენა უყვარს განსაკუთრებით მთვარიან ღამეს, როცა ვარსკვლავებით მოკირწყლული ცა ასე მკაფიოდ გამოკრ- თის წყლის სიღრმეში. მდინარის შუაგულში წყლის დედა პირაღმაა ჩაწოლილი, ცხენის აღვირს ხელს წაავლებს და ცხენოსანს არც წინ უშვებს და აღარც უკან. ბოლოს და ბოლოს, წყლის დედა მგზავრს ცხენიანად ჩაითრევს, საცა უფრო ღრმაა .
ხშირად მებადურებს უხდება წყლის დედასთან საქმის დაჭერა. წყლის დედა ეხვევა ბადეში და ახრჩობს მებადურს, რომელმაც გაჰბედა მისი მყუდროების დარღვევა. ყოველთვის, როცა წყლის დედა ადამიანს დაახრჩობს, კოკისპირული წვიმა წამოვა და მანამდე არ გადაიღებს, სანამ წყლის დედა თავის მკერდიდან არ მოიშორებს დამხრჩვალს და ამ უკანასკნელს მდინარის პირას არ გამოჰრიყავს.
თედო სახოკია "ეთნოგრაფიული ნაწერები" 1956 წელი გვ. 15
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი