უკან დაბრუნება
განცხადებები
ჟამი, ანუ სული გაცივებისა
21-02-2022, 22:38
ნანახია: 255
გაუზიარე სტატია მეგობარს


თედო სახოკია

დედამიწაში არსებობს სიკვდილის შვილთათვის უხილავი სული გაცივებისა. გაცივების სულები უფრო ნოტიო ალაგას ბუდობენ, ჭანჭრობებში, ღელეების ნაპირებზე. თუ ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვი, გუბეში ჩავარდა, ან თუ ზის სოველ და ნესტიან მიწაზე, ადგომისას თან აჰყვება სინესტე, რომელიც ეკუთვნოდა ჟ ა მ ს, რომელიც ჩვენა გვსჯის გაცივებით, უმეტეს შემთხვევაში ციკების ხასიათით. თვით დაავადების პროცესს მეგრულად ჰქვიან, ჟამუა, ხოლო იმას, ვისაც ჟამი სჯის – ჟამილი.
უფრო ხშირად ჟამი ემტერება ბავშვებს. ყოველთვის, როცა დედა- მიწაზე დავეცემით ან ზედ ჯდომის შემდეგ ავდგებით, თუ გვინდა მშვი- დობით გადავრჩეთ, დედამიწას დანაჯდომ ან დანაცემ ადგილას უნდა დავანერწყვოთ, ე. ი. ნერწყვის სახით ჟამს დავუბრუნოთ ის სინოტივე, რომელიც შეიძლებოდა აგვყოლოდა (დიხაშ ეყუნაფა) ჩვენის დაცემისა ან ზედ ჯდომის დროს. მეორე საშუალება, რომელიც აგვაცდენს ჟამის სასჯელს – არის ავგაროზი, რომელიც საგანგებოდ ჟამის წინააღმდეგ არის გაკეთებული. მესამე საშუალება ჟამის წინააღმდეგ არის – სოფლის ექიმებისაგან ან თვით მკითხავის მიერ სხვადასხვა ბალახებისაგან შემ- ზადებული სასმელი წამალი. თუ არც ერთმა ამ საშუალებათაგანმა არ ულხინა ავადმყოფს, მაშინ მკითხავს მიმართავენ და ისიც ურჩევს იმ მხარეში განთქმულ ძლიერ რომელსამე ხატს მიმართონ და შველა სთხოვონ.
თედო სახოკია "ეთნოგრაფიული ნაწერები" 1956 წელი გვ. 7-21
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი