უკან დაბრუნება
განცხადებები
დიხაშკოჩი (მიწის კაცი)
21-02-2022, 22:30
ნანახია: 267
გაუზიარე სტატია მეგობარს


თედო სახოკია

ჭინკას რომ მოსდევს შემდეგი მავნე სული, – დიხაშკოჩი ანუ მიწის კაცია. იგივე ჯუჯაა, რომელიც მიწაზე დაღოღავს . ეს სახელი იმიტომა ჰქვიან, რომ ვერტიკალურად ვერა ჩერდება და მიწაზე ოთხზე დაღოღავს. ტანით ჭინკას ოდენაა, ჭინკას მსგავსად ადამიანის სახისაა. ჩნდება ხოლმე სოფლებში, საცა სახლები ხშირადაა, ხშირად სახლების ეზოებში იმალება. ზოგჯერ კაცს სასოფლო გზაზედაც შეხვდება. რადგან დიხაშკოჩი ნელნელა დაბობღავს, თავის მსხვერპლს ვერ გამოუდგება და ადამიანიც ადვილად გადაურჩება ხოლმე. დიხაშკოჩი თუ ცხენოსანს შეხვდა, სჯერდება იმას, რომ ცხენის აღვირს ხელს წაავლებს და ცხენს ფეხს არ გადაადგმევინებს ანდა ქვეით მიმავალს ფეხსა და ფეხს შუა შეუძვრება და ცდილობს წააქციოს. მოგვითხრობენ თითო-ოროლა შემთხვევას, როცა დიხაშკოჩს ჭკუაზე შეუშლია შეშინებული მგზავრი.
თედო სახოკია "ეთნოგრაფიული ნაწერები" 1956 წელი გვ. 14
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი