უკან დაბრუნება
განცხადებები
ოჩოკოჩი
21-02-2022, 22:02
ნანახია: 382
გაუზიარე სტატია მეგობარს


თედო სახოკია


მავნე სულთა შორის ყველაზე საშინელი და მოსარიდებელი – ოჩოკოჩია (ოჩო – საზარელი შესახედავი და კოჩი – კაცი). მეგრელ თ ოჩოკოჩი წარმოდგენილი აქვთ, როგორც არსება ადამიანის სახისა, მხოლოდ იმდენად საზარელი შესახედავი, რამდენის წარმოდგენაც მეგრელის ფანტაზიას მიუწვდება. ტანით ოჩოკოჩი სამჯერ აღემატება ჩვეულებრივ ადამიანს. სხეული დაფარული აქვს გრძელ, ჯაგრის მსგავს შავი ბალნითა. შუბლი არც კი უჩანს გრძელკბილებიანი ღონიერი ყბები ძალზე წინა აქვს გამოშვერილი. ჩამოწოლილ წარბებ ქვეშიდან მოუჩანს ორი გულშემზარავი გასისხლიანებული თვალი.
ოჩოკოჩს ხელებსა და ფეხებზე ფრჩხილების მაგიერ გარეული ნადირის მსგავსი ჭანგები აქვს ზოგის ნათქვამით, ოჩოკოჩს გულზე უკეთია. ჰორიზონტალურად რკინის ცული, ზოგის თქმითაც – მატყლის საჩეხე ლი. როცა ადამიანი ხელში ჩაუვარდება, აი, ამ ცულს, თავისს მსხვერპლს რომ დააძგერებს და იმით ბოლოს მოუღებს. ხმაც თავის სხეულის შესაფერი აქვს. მთებსა და კლდეებს შორის ხმის რისამე გამოძახილი ანუ უპუ, ოჩოკოჩის ხმიანობად ითვლება. როცა უღრანს ტყეებში ნადირს რასმე გამოუდგება ოჩოკოჩ ი და, გრიგალივით, საცა კი გაივლის, ასწლოვანი მუხები თუ სხვა ხეები ძირიანად იგლიჯება და ძირს ეფინება. როცა მოწყურებული ოჩოკოჩი მდინარეს დაეწაფება, წყლის მდინარება შე- ჩერდება, რადგან მისს მუცელს ახირებულად ვერაფერი აავსებს. თავის უღრან ტყეს თავს იშვიათად ანებებს ოჩოკოჩი, ადამიანთან შეხვედრას მაინცა და მაინც არა ცდილობს, თუ თვითონ ადამიანი არ ჩაუვარდა ხელში. ოჩოკოჩს ჩვეულებრივ ხვდებიან ირმებსა და ჯიხვებზე მონადირენი. და სწორედ ამ მონადირეთა წყალობით იგებენ მხოლოდ ჩვეულებრივი სიკვდილის შვილნი ოჩოკოჩის ინტიმური ცხოვრების ამბავს.
ოჩიკოჩები ყველანი მამრობითის სქესისანი არიან, მათი რიცხვიც მეტად მცირეა: ყოველ დიდ უღრან ტყეში 3-4 ოჩოკოჩი თუა, მეტი არა.შთამომავლობის გასაჩენად ისინი მიმართავენ ტყის მეფესთან დროებით სქესობრივს კავშირს. ტყის მეფე სიყვარულის საქმეში მეტად ფრთხილი და წინდახედულია. მისი ალერსი არც ისე ადვილად ეღირსება ადამიანს. მაგრამ როცა ოჩოკოჩი მოახერხებს ტყის მეფის დაორსულებას, ეს უკანასკნელი მოლოგინების შემდეგ თვითონ იკლავს თავს თავის ხელით. აი სწორედ ამ სასიყვარულო კავშირის ნიადაგზეა აღმოცენებული მუდმივი სიძულვილი ოჩოკოჩსა და სამეგრელოს ტყეების მშვენიერ მეფეს შორის.
ერთი ცნობილი მონადირე, სახელად გვადა, თურმე ერთხელ ნადირს გამოეკიდა და ამასობაში ტყის სიღრმეში შეჰყო თავი, სოფლიდან ორი დღის სავალზე ტყეში გვადა მოწმედ შეიქმნა ერთი საზარელი სურათისა, რომლის მოქმედ პირებად იყვნენ ოჩოკოჩი და ტყის მეფე. ნადირის დევნაში დაღლილი გვადა ერთ ველზე მდგარ ხის ძირას ჩამომჯდარიყო და ისვენებდა. მოესმა საშინელი ღრიალი, რომელსაც თან სდევდა წაქცეული ხეების ჯახუნის ხმა. ამ ჯოჯოხეთურ ღრიანცელში მოისმოდა ქალის კივილი. რამდენსამე წუთს უკან ველზე გამოხტა დედიშობილა ქალი, თოვლივით თეთრტანიანი. ყურყუმივით შავი გრძელი თმა ჰაერში უფრიალებდა. ეს იყო ტყის მეფე. შიშისაგან სახე გაფითრებული
ჰქონდა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ჰკიოდა – მიშველეთო! ცოტა ხანს უკან გამოჩნდა თვითონ ოჩოკოჩი, რომელიც გრიგალივით მოსდევ-და ფეხდაფეხ თავისს მსხვერპლს. გვადამ თავისი კაჟიანი თოფი მოი- მარჯვა, დაუმიზნა და ესროლა ოჩოკოჩს. დაჭრილმა ოჩოკოჩმა საშინლად დაიღრიალა და მონადირესა სთხოვა – კიდევ მესროლეო. გვადას რომ ოჩოკოჩის თხოვნა აესრულებინა, უეჭველად უბედურება დატრიალდებოდა, რადგან ორჯერ ზედიზედ სროლა პირველ ნასროლს ძალას დაუკარგავდა და ოჩოკოჩს მოკვლის მაგიერ ჭრილობას გაუმრთელებდა.
ასეთ შემთხვევაში, მარტო ერთ სროლას უნდა დასჯერდეს ადამიანი, რადგან ერთი სროლით რაც უნდა მსუბუქად დაიჭრას ოჩოკოჩი, სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩება. ამიტომ გამოცდილი მონადირე ოჩო- კოჩის მიერ დარწყმულ მახეში არ გაებმება. გვადამ მეორეჯერ გასტენა თოფი და ის-იყო მეორეჯერ უნდა ესროლა დაჭრილ ოჩოკოჩისათვის, ამ დროს ტყის მეფემ დაიწივლა: არ ესროლო! ოჩოკოჩი სისხლისაგან იცლებოდა, მაინც მიფოფხდა ტყემდე და რამდენიმე წამს უკან საშინელი ტანჯვით სულიც დალია.
ტყის მეფეს, როგორც იქნა, შიშმა გადაუარა, მივიდა თავის მხსნელთან, დიდი მადლობა შესწირა და სიკეთისათვის თოფი დაულოცა. ამ დღიდან მონადირე გვადას ძალზე მოემარჯვა ხელი ნადირობაში. არავის უნახავს, რომ გვადა ნადირობიდან ხელცარიელი დაბრუნებულიყო. მის სუფრაზე ნადირის ხორცი გამოულეველი იყო. ირმები პირდაპირ ჯოგად უხვდებოდნენ სანადიროდ წასულ გვადას, როგორც ტყის მეფისაგან დალოცვილს
ვაი იმ მონადრის ბრალი, ვისაც ოჩოკოჩი ჩაიგდებს თავის ღონიერ ხელებში! ბედი მონადირისა, თუ მოასწრო და ტყვია მოახვედრა ოჩოკოჩს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოჩოკოჩმა ხელში ჩაიგდო მონადირე, ამ უკანასკნელის დამარცხებას წინ არა უდგას რა: ოჩოკოჩი სპობს ადამიანს თავის რკინის ხელებით ან გულზე გაკეთებული ცულით: უკიდურეს შემთხვევაში, თუ მონადირე როგორმე ცოცხალი გაუსხლტება ხელიდან, ჭკუაზე მაინც შეშლის.

თედო სახოკია "ეთნოგრაფიული ნაწერები" 1956 წელი ვ. 7-9
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი