უკან დაბრუნება
განცხადებები
მაქერობა
6-10-2017, 06:26
ნანახია: 705
გაუზიარე სტატია მეგობარს



   მაქერე მსხლის (ქერა მსახალი) მწიფობის თვეს (ივნისს)  კოლხეთში მაქერობას უწოდებდნენ და განსაკუთრებით ზემო სამეგრელოში - ლაკადაში არის შესანიშნავი. ლაკადის გლეხთა აჯანყება, როგორც ეს ისტორიაში ცნობილია, მოხდა 1876 წლის ივნისში აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ  ზანელი (სენაკის რაიონი),  ხუფე ჯალაღონია და ჯვარელი (წვავაშელი) ქვაშტი ფიფია. აჯანყება თავისებური აპოთეოზი იყო ყმობიდან გამოსული მეგრელ გლეხთა რევოლუციური მოძრაობისა მე-19 საუკუნეში და იგი დამარცხებით დამთავრდა 18 ივნისის შეტაკებით სოფელ ლეწურწუმეში. მაგრამ  ამ დამარცხებას დამარცხება არ ეთქმოდა ვინაიდან აჯანყებამ თვალნათლივ გამოავლინა მშრომელი გლეხობის  სწრაფვა თავისუფლებისაკენ და მეფის ხელისუფლების ულმობლობა და თვალთმაქცობა ბატონობის ვითომ გაუქმებით.  მომავალი წლის ივნისში ასი წელი შესრულდება აჯანყების დამარცხებიდან, მაგრამ ხალხი არ ივიწყებს თავისუფლებისათვის  დაღვრილ სისხლს, დაცემულ მებრძოლთა სახელებს.
 უწინ ლეწურწუმელები დიდის მოწიწებით დღესასწაულობდნენ ივნისის ბუნტის წლისთავს და მას „მაქერობას“ უწოდებდნენ. იმართებოდა ჯარალა - სახალხო სეირნობა, მეზობელი სოფლებიდან მოსულთა მიღება - პატივისცემა, ბრძოლაში დაცემულთა „მოსახსენებელი აღაპი“ - თავისებური სამოქალაქო პანაშვიდი და გართობა-თამაშობანი. განსაკუთრებით აღინიშნება აჯანყების მე-80 და მე-90 -ე წლისთავი. დადგენილი იქნა ბრძოლაში დაცემულთა საძმო  საფლავის ადგილი, სადაც აღმართული იქნა ხსოვნის უკდავსაყოფი ობელისკი.
 დარწმუნებული ვართ რომ „ლაკადის ბუნტის“  ას წლისთავთან დაკავშირებით ტრადიციული „მაქერობის“ დღესასწაული კვლავ აღდგენილი იქნება ლეწურწუმეში სახალხო სეირნობის სახით და ეს დღე დაწესდება ყოველი წლის ივნისის უკანასკნელ კვირისთავს, რადგან მაშინ შესაძლებელი იქნება ნახევარწლიური გეგემების  შესრულების  შეჯამებაც  და სახალხო დღესასწაულს  უფრო შინარსიანსა   და  სახალისოს  გახდის.

1975 წელი

მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.143


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი