უკან დაბრუნება
განცხადებები
ჯგერაგუნა
6-10-2017, 06:22
ნანახია: 724
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ძველი კოლხეთი ცნობილი ყოფილა სამოთხე (სასუნებელი) ყვავილოვანი ტყეებით (ცაცხვნარი, წაბლნარი, აკაციისა და ბზის  ყვავილთა  სიუხვით). რაც განაპირობებდა  მაღალმოსავლიანი ფუტკრის გამრავლებას ველურ პირობებში. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე კოლხეთის უღრან ტყეებში, ხეთა ფუღუროებში და კლდეთა ნაპრალებში „საღვთო ცვილისა“ და საამო თაფლს ახვავებდნენ. ეს  დაუღალავი არსებანი მათი დაუცხრომელი შრომა ადამიანმა გვიან შეამჩნია - დააფასა და მათთვის ბინის მომზადება და ხელშეწყობა  გვიან დაიწყო.     ამ სასარგებლო მწერის  სახელწოდება ფუტკარი დღემდე ინახავს მის თავგადასავალს. ფუტურო კარიანი „ფუტუკი“ (ბროსეთი), მჯიჯგნავი ყვავილთა, ბუჯგონა მტლისა (ბუჯგუტი-ლაზური) სწრაფმრავლებადი, მასქუალი (სქა-ფსკა-მეგრ.) და სხვ.  ადამიანს თავიდანვე უკვირდა ფუტკრების  გეგმიანი დაუცხრომელი შრომა, განსაკუთრებით დალიანობის დროს, მათ  მის  გზის გაგნება, კვლავ მოგნება თავიანთ ფუღუროში და მათი ეს  „ნიჭიერება“, თუ ინსტიქტი ღვთაებრივად აღიარა.  ფუტკრის ღვთებას  აგნებენ (მეგრ. აგუნა). მალე იგი წმინდანად აღიარეს და უწოდეს ჯგირ აგუნა, წმინდა აგუნა და მისი სალოცავის რიტუალიც შექმნა. სალოცავი ტარდებოდა საფუტკრეში. აღდგომის მეორმოცე - ამაღლდება დღეს. ჯგირაგუნას სწირავდნენ ელიფსური ფორმის (წოწოლა) სიმინდის ფქვილის ხაჭაპურს (ჭვიშთარს, კეც -საცეცხლურზე ჩამოუდებდნენ და უკმევდნენ საკმეველს. რომლის  საამო კვამლი ვითომ სიმხნევეს და ხალისს ჰმატებდა მუშა ფუტკრებს.  წარმოთქვამდნენ სიტყვებს ჯგერაგუნას მიმართ. რომელიც  შემდეგნაირად იწყებოდა „აგუნა, მაგუნა, ჯგერაგუნა დიდებული...(„აგნებენ, მოაგნებენ, წმინდა ჯგერაგუნას და სხვა) და ევედრებოდნენ, შესთხოვდნენ  ფუტკრებს გზა არ შეშლოდათ და თაფლით დატვირთულებს უკლებლივ ყველას მოეგნოთ თავიანთ ბინაში. შესაწირი ხაჭაპური იქვე საფუტკრეში უნდა შეჭმულიყო, რათა ყრის  დროს ფუტკრის ნაყარი შორს არ გაქცეულიყო.. პატრონს არ  დაჰკარგოდა და ახალ გეჯაში (სკაში) მოეთავსებინა ცალკე ოჯახად.  ეს რიტუალი დაახლოებით ასეა აღწერილი „კრებულის“ 32-ე ტომში.  
                                                                                                                                                           1973 წელი
                                                                                                       მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.138-139

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი