უკან დაბრუნება
განცხადებები
ორთა
6-10-2017, 06:18
ნანახია: 648
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ძველ კოხეთში ორთა უმაღლესი ღვთაება იყო. მასში ერთიანდებოდა შინაურ და გარეულ ცხოველთა და ფრინველთა ღვთაებები და ძირითადად ორი სახით იყო წარმოდგენილი გალენიში ორთა მხეცათა სამყაროს მბრძანებელი იყო; ჟინიში (ცასი) ორთა ცის გამგებელი იყო. (შეადარეთ ჟინი ანთარი „ნაპერწკალი“ 12, 1972 წ.) ორივე ღვთაებას თავთავისი სალოცავი ჰქონია; გალენიში ორთას სალოცავის რიტუალი ტარდებოდა საქონლის სადგომში (ქართაში). სალოცავში ოჯახის უფროსი  - მლოცავი შესთხოვდა მხეც-მტაცებელთა გამგებელს მისი საქონელი (ორინჯი) დაეცვა მტაცებელთა თავდასხმისაგან, მტაცებელს ფეხები     შეუბორკოს და პირი შეუკრას (აკუუჭკადას), უკეთუ მისი საქონლის  გატაცებას ინებებს.
  ჟინიში ორთა სალოცავი ტარდებოდა ტყეში, ზაფხულის დღეებში. ამ სალოცავის დროს სწირავდნენ მსხვერპლად ტყავგახდილ მამალს, ლამაზ ბიბილოიან მამალს ბურტყლებიან - ფრთებიანად გაატყავებდნენ, ტყავს ტყეში დაჰკიდებდნენ ხეზე. რაც შეიძლებოდა მაღლა, რათა ციურ ანთარებს - მნათობებს უკეთ ეხილათ  და შეეწირათ . ხორცს ცეცხლზე მოხრაკავდნენ და ღვთაებას შესთხოვდნენ მათი პირუტყვი დაეცვა მეხის დაცემისაგან. (კრებული ტ.32).
  როგორც ვხედავთ, ორივე ორთას ცხოველთა დაცვასა და კეთილდღეობას შესთხოვდნენ. რადგან ძველ კოლხთა წარმოდგენით  სწორედ  ცხოველებია   არსებობის საშუალება, ცხოვრების მატრიალებელი  (ორენჯი ორთინაფუ) და მათი ღვთაებაც უზენაეს  (უდიდეს) ღვთაებად ესახებოდათ. თანამედროვე წარმოდგენით ორთა მთელი ბუნებაა, შემდგომში გაორებული თანამედროვე მეგრულ დიალექტსაც ორთა შემორჩა, როგორც ბუნების აღმნიშვნელი სიტყვა.  ბუნება-ბრუნება, ორთა-რთინაფა, შეიძლება ძველ ბერძნულშიც ორთა ამ გაგებითვე აღნიშნავდა დიდ დღესასწაულს.
                                                       
                                                                                                                                                    1973წელი

                                                                                          მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ 126-127
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი