უკან დაბრუნება
განცხადებები
კაპუნია
6-10-2017, 06:13
ნანახია: 895
გაუზიარე სტატია მეგობარს



წინაქრისტიანულ   ხანაში, მონათმფლობელობის პერიოდში კოლხებიც კერპთაყვანისმცემლები ყოფილან და როგორც ლეგენდაშია გადმოცემული, სათაყვანებელი კერპი ჰქონიათ, რომელიც  მდგარა დიდი ჭყონთან, სადაც  შემდეგ ქრისტიანული  ტაძარი - მარტვილის მონასტერი აიგო. თუჯის კერპს ხახადაფჩენილი და ხელებმოღერებული კაცის სახება ჰქონდა და კაპუნია, თუ ყვაპუნია რქმევია. კაპუნიას ყოველწლიურად დანიშნულ დროს ხახაში ატენიდნენ მსხვერპლს - ცოცხალ ბავშვს, რომელიც ჩაიხრწნებოდა კაპუნიის მუცლის ღრუში.   დროთა ვითარებაში ბავშვის შეწირვა შეიცვალა სამსხვერპლო ღორის გამოზრდით და შეწირვით. სამსხვერპლო ღორს, რომელსაც პირველ ხანებში მთელი გვარი ზრდიდა და შემდგომში თითოეული  ოჯახი- ოკაპუნეს ეძახდნენ. ქრისტიანობის ხანაში - კაპუნია ცხოველთა (უმთავრესად ღორი, კამეჩი) ღვთაებად იქნა აღიარებული და მათი დაავადება - ყბაყურა-ყვაპუ-კაპუნიას  გაჩენილად აღიარეს და ახლაც ღორსა და კამეჩს ამით წყევლიან - ყვაპუში ოჸვილარი (ყვაპუს მოსაკლავიო).
   კაპუნიას სალოცავი გვიანამდე შემორჩა ხალხში. როგორც „ომირსედ“ ისე „ოკაპუნედ“ ღორს ასუქებდნენ და კლავდნენ დიდ  მარხვამდე 10 დღით ადრე. ლოცვის რიტუალი და სიტყვები ორივესათვის ერთნაირია.  თუ  ღორი არ ეყოლებათ „ოკაპუნედ“  საშობაოდ დაკლული  ღორის  ხორცს  ინახავდნენ  და იმაზე ილოცავდნენ.
   კაპუნიის ხახაში ჩაჩრილი მსხვერპლი  ხახაშივე იხრწნებოდა და გარემოს აჭუჭყიანებდა, ყვავ - ყორნები და ბუზები  ესეოდა. ამიტომაც ხალხს უთქვამს „კაპუნია“ დიდებული, ხეს მურე გიკებუნი, ხორცი ნავარი მუშო გოკო, ფოკვა ქუმოკიდებუნი“. (კაპუნიავ დიდებულო, ხელში რა გიკავია, ხორცი ოხერი რად გინდა, ობიანია, ავია). ეს ამბავი ასე მოკლედ აღწერილია კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის 32- ტომში.
                                                                                                                                                    
                                                                                                                                                             1973  წელი
მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.137-138

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი