უკან დაბრუნება
განცხადებები
კირუ-კარუ
6-10-2017, 01:22
ნანახია: 763
გაუზიარე სტატია მეგობარს



   ახალ წელს, სადილის შემდეგ, დაღამებამდე, ძველ კოლხურ ოჯახში ეწყობოდა უჩვეულო-ცერემონია-რიტუალი, რომელიც აღწერილია ეთნოგრაფიის კრებულში. სტატიის ავტორი თავიდანვე აცხადებს რომ სიტყვა „კირუ-კარუ“ გაუგებარია და ჩვენც მხოლოდ   აღწერის მიხედვით ვახსენოთ იგი.
   ოჯახის დიასახლისი ამ დღეს ხორბლის ან ჭვავის ფქვილის  ცომისაგან ამზადებს სხვადასხვა ცხოველ - ფრინველის, თუ არასულიერი საგნის კვერებს, რომელსაც აცხობს ქვის  კეცზე („ანგურა“). განსაკუთრებული გულმოდგინებით გამოყავთ ყურძნის მტევნისა და კრუხის გამოსახულება, რომელსაც გამოცხობამდე დაწინწკლავენ -დაჩხვლეტენ ქათმის ფრთის ყუნწით (ალბათ სიმრავლის სიმბოლოდ). ასევე გამოჰყავთ საცეცხველის, (ოჩამურე, კაკუტების), ნიჩბის, სანიავებელის („ოხიორაშე“) და სხვათა ფიგურები, სამხრობის დროს ხდება ინსცენირება-გათამაშებები. დიასახლისი კრუხის როლში, ოჯახის წევრები წიწილებია „კრუხი“ მოუხმობს „წიწილებს“ ძახილით და მიწოდებულ კრუხის ფიგურას  წიწკნიან, მასთან „კრუხი“ აიდგამს ენას და ილოცება „ჩე ქოთომი ჩელაია! ჩე მუნომირხიალეე, ოში ანთასი ჩქიმი თის, აკა მეძობელიში თის! (თეთრო ქათამო, თეთრმანავ! თეთრი შემომისრიალე კვერცხი, ასი ჩემსას, მხოლოდ ერთი მეზობლისას).
  უფრო გვიან, საღამოთი, ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვება რიტუალს, ოჯახის წევრები რითიმე დატვირთულები (ზოგჯერ ერთმანეთსაც აიკიდებდნენ, ოღონდ დატვირთული იყოს). ხელჯოხიანები უფროსის წინამძღოლობით ეწვევიან მარანს, დადგებიან საწნახელის გასწვრივ, მას მიაფშვნიან ყურძნის ფიგურას - კვერს, საწნახელს ურტყამენ ჯოხებს და გაიძახიან: „ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩქიმი მამული ხარგელია, შხვაში მამული ფურცელია, ჩანა, ჩანა, ჩქიმი მამულს ჸურძენი დო შხვაში მამულს ფურცელი.“ („თავი და თავი თავთავი, ჩემი მამული დახუნძული, სხვისი მამული ფოთოლი! ცენება, ცენება, ჩემს მამულში, ყურძენი, სხვის მამულში მხოლოდ ფოთოლი). ასე, რომ ეს რიტუალი ერთი რომელიმე სალოცავი არაა, სხვადასხვა („კირუ-კარუ“) ფიგურები მზადება იგი დაბმული საქონლის (კირუ) და დაუბმელის (კარუ, ოკარიეში შემსვლელის) გამრავლების მიზანს ემსახურება და ამიტომაც ეწოდა ასეთი უცხო სახელი. („დაბმულ-დაუბმელის“) მსგავსად „მიჩქდო ვამიჩქუნისა“ (რაც ვიცი და არ ვიცი).

                                                                                                                                                       1973 წელი


                                                                                                       მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.139-140 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი