უკან დაბრუნება
განცხადებები
მირსაობა
6-10-2017, 01:18
ნანახია: 778
გაუზიარე სტატია მეგობარს



   ძველი კოლხეთის წარმართული ღვთაება „მირსას“ სალოცავის რიტუალი აღწერილია  „კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის კრებულში“ (ტ.32-ე), მაგრამ სტატიის  ავტორისათვის გაუგებარია, რა უნდა იყოს „მირსა“ და ვარაუდობს იქნება „ნირსობა“ არისო, რაც ნისლიანობას ნიშნავს. მართლაც, შეიძლება ნისლიანობაზე ლოცულობდა მაშინდელი კოლხი, რადგან ამინდის ხალხური პროგნოზის მიხედვით ნისლიანობა ზამთრის დასასრულისა და გაზაფხულის დადგომის („ტაროზის“) მიმანიშნებელია. ეს სალოცავიც სწორედ ასეთ დროს  ტარდებოდა დიდმარხვის  დაწყებამდე  24 დღით ადრე.
  მირსას სალოცავი, როგორც ყოველი წარმართული სალოცავი, მხვერპლთ შეწირვით ტარდებოდა „კალანდობის“ (ახალი წლის) აღნიშვნის შემდეგ ამ სალოცავისათვის ღორს ასუქებდნენ და დიდ პატივში ჰყავდათ. მას „ომირსეს“ ეძახოდნენ და ჰკლავდნენ სწორედ დანიშნულ დღეს - დიდმარხვამდე 24 დღით ადრე., შაბათ  დღეს ოჯახის უფროსი „ომირსეს“ მოხარშული თავითა და გულ-ღვიძლით  ეახლებოდა მუხის ხეს -(ღორის მკვებავ „ჭყონს“), ან ამისათვის  მიჩენილ რომელიმე ხეს, სამსხვერპლო - სალოცავს დააწყობდა ხის ძირას, დაიჩოქებდა პირით აღმოსავლეთისკენ - მზისკენ და დიდი  მოწიწებით წარმოთქვამდა „მისრსას“ სალოცავს. „დღარი მირსობაში მოზოჯუა! ჩქიმი თოლც ჩქიმი გუმახარებელი ქაძირი! მა დო ჩქიმი ჩილი დო სქუას ბედი მეჩი, ბედნიერო დაარინეე, ირი ალაიანი დო  ჩალაიანი აშორი,  ირი  უბადო შარას, წყარც სი დოთხილეე, სქანი სახელი ხვამელი.’ (დღევანდელი მირსობას მობრძანებავ, ჩემს თვალებს ჩემი გამახარებელი დაანახვე, მე და ჩემს ცოლ - შვილს ბედი მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ავან-ჩავანი ააცილე. ყოველ ცუდ გზაზე, წყალში  შენ  დაიცავი,  შე  სახელდალოცვილო).
   სალოცავიდან მობრუნებული ოჯახის უფროსი სამსხვერპლოს ტაბუს ახსნიდა, ხორცის ნაჭრებს ჩამოართმევდა და ოჯახის ყველა წევრთან ერთად სადილს შეექცეოდა.

                                                                                                                                                           1973წელი

                                                                                                               მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.136

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი