უკან დაბრუნება
განცხადებები
თარჩია
6-10-2017, 01:08
ნანახია: 767
გაუზიარე სტატია მეგობარს



  ხშირად გაიგონებთ - ამ კაცს თარჩია დაარქვესო, რაც ნიშნავს თავაწ-ყვეტით და არხეინად დადისო. რა არის მაინც თარჩია? ის წარმოადგენს საცხენოსნო სპორტის ერთ სახეობას. სპორტულ თამაშს, რომელიც ხშირად ეწყობოდა სახალხო სეირნობის - ჯარალას დროს. თვითონ სიტყვა თარჩია ნიშნავს იმ ქსოვილს, რომლის შენარჩუნებისათვის თავგამეტებით იბრძვის თამაშის ყველა მონაწილე მხედარი.
  ეს თამაში ჯერ არავის აუწერია, მაგრამ  როგორც ხანდაზმული ცხენოსნები გადმოგვცემენ შემდეგნაირად ტარდებოდა: ჯარალაში (სახალხო სეირნობა, ჯარობა) მონაწილე ცხენოსნები შეთანხმდებოდნენ თარჩიობის მოწყობაში; ერთი მათგანი ანაზდად ააფრიალებდა ცხვირსახოცს, ან საგანგებოდ ამისათვის წამოღებულ ლამაზ, ჭრელ ქსოვილს - ქალაღაიას და ცხენდაცხენ გაქანდებოდა,  სხვა ცხენოსნები გამოედევნებოდნენ, რათა მოეტაცათ თარჩია. მოთარჩიე (თარჩიის ჩამტარებელი) ვალდებული იყო წამოწეულისათვის უდაოდ დაენებებინა თარჩია და ახლა ახალ მოთარჩიეს გამოეკიდებოდნენ მხედრები. ყოველი მოთარჩიე ცდილობდა ისეთი დაბრკოლების გადალახვას, რომელიც სხვებს გაუჭირდებოდათ და ამით თარჩიაც მეტხანს შეენარჩუნებინა, რაც საერთო მოწონებას იმსახურებდა; საერთო მოწონება იყო გამარჯვებულის ჯილდო.
  ერთი ძველი მოთარჩიე ცხენოსანი, დ. ჩხოროწყუს მცხოვრები ჩაქა გოგუა იგონებს: ერთ დროს ისეთი კვარკვანტია (მოქნილი) ცხენი მყავდა, რომ შეეძლო ექვსი საჟენი სიფართის არხზე გადამხტარიყო და მასზე მჯდომი თარჩიას აბა ვის დავანებებდი! შემხვედრია, რომ თარჩიას ტარებისას 7-8 ჯერ გადავახტი საჟენის სიმაღლე მესერის ღობეებს, მდევრებს გზა ავურიე და თარჩია თავისუფლად ავაფრიალე მოსეირეების წინაშე. მათაც ტაში და მოწონების შეძახილები შემაგებეს... ეს იყო მაშინ საამაყო გამარჯვება თამაში.
   სიტყვა „თარჩიას“ ეტიმოლოგია ცოტა არ იყოს საჭოჭმანოა. თუ კოლხურ-ზანურ ან სიტყვის პირველი ნაწილი „თა“ „თავის“ მნიშვნელობით გავიგებთ. „რჩია“ (ფენა-გადაფენია) თავზე გადასაფენს აღნიშნავს და აზრიანიც იქნება. რადგან მოთარჩიეს თარჩია ხშირად კბილებით უჭირავს (ხელები დაკავებული აქვს აღვირითა და მათრახით) და გაქანებულს ქსოვილი თავზე ეფინა. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-ფერეიდნულში არის  შემორჩენილი სიტყვა „თაშრიფი“, რაც ძვირფას  მანდილს - თავშარფს აღნიშნავს. ამ ორი სიტყვის გარეგნული მსგავსება გვაფიქრებინებს, მათ ერთმანეთისაგან გამომდინარეობას. შესაძლებელია მხედართა  მიერ მოტაცების ობიექტი თავდაპირველად ომში გამარჯვების დროშა, ან სხვა რაიმე ძვირფასი ქსოვილი იყო და მაშინ უპირატესობა - „თაშრიფს“ მიეკუთვნება. რადგან შრიფი -  სარიფი (არაბ. საპატიო) თავისი მნიშვნელობით ისეთი ძვირფასი თავსაბურია, რომ მისი მატარებელი ქალის ღირსება - პატივისცემას იმით გამოხატავენ. მაგ. ფერეიდნულში „წაიღო თაშრიფი“ ნიშნავს „წაბრძანდა“, „მოიგო თაშრიფი“ – „მობრძანდა“ და სხვ.
  ვინ უწყის სადაური სად დარჩა და რისი ნაძირკვალია! ასეა თუ ისე, ქართული საცხენოსნო სპორტის ეს საინტერესო სახეობა - თარჩია დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
                                                                   
                                                                                                                                                1974 წელი

                                                                                                   მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.23-124 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი