უკან დაბრუნება
განცხადებები
ისინდი
6-10-2017, 01:04
ნანახია: 668
გაუზიარე სტატია მეგობარს



   ისინდი ცხენოსნური სპორტის სახეობაა. არშავან-არადონით გაყოფილი. ცხენოსნების მოპირდაპირე გუნდებიდან რიგრიგობით გამოდიან ცხენოსნები და ერთიმეორეს ესვრიან პატარა ლამაზად გათლილ ჯოხს (ისინდს); იმის მიხედვით, თუ სად მოარტყამენ (ზურგში, ფეხებში, ცხენს თუ მხედარს) ეწერებათ ქულების სხვადასხვა რაოდენობა. შეჯიბრება გრძელდება მანამდე, ვიდრე ორივე გუნდის თითოეული წევრი არ მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულად ის გუნდი ითვლება, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. სინონიმურად ისინდი ჯირითად და თარჩიად იწოდება, თუმცა ძალიანაც განსხვავდება მათგან.
  ისინდი ძირითადად იმ ჯოხს ეწოდება რომელსაც ამ თამაშში იყენებენ. იგი თავდაპირველად უნდა ყოფილიყო საბრძოლო შუბი, ლახვარი, მახვილი. დროთა ვითარებაში, საომარი იარაღის განვითარებასთან დაკავშირებით, სათამაშო საგნად ქცეულა. როგორც აბაშური სატყორცნი მახვილი „ლაბაშა“
  ისინდი ძველ კოლხურში შუბისა და ლახვრის მნიშვნელობით იხმარებოდა. ისინდუა სამხედრო წრთობის სახეობას წარმოადგენდა. ოსინდე მიკროტოპონიმია, ჰქვია წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯვარის ერთ ზეგანს. თუ რატომ უწოდებენ ამ ადგილს ოსინდეს, ეს დასადგენია; იქნებ ეს ადგილი იყო მიჩენილი ისინდუაში (შუბოსნობაში) ვარჯიშის ადგილად.
                                                                                   
                                                                                                                                                        1974 წელი


                                                                                                             მამანტი კვირტია.  წიგნი „კვიმატი“ 2001 წ. გვ.123 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი